პროექტის მიზანია: ზესტაფონის #5 საჯარო სკოლის თვითმმართველობისა და სასკოლო სამოქალაქო კლუბის ბაზაზე შეიქმნას და ამოქმედდეს სკოლის რადიო ქსელი, რომლის მუშაობაში სხვებთან ერთად ჩართული იქნებიან შშმ ბავშვები და რომელიც რეგულარულად გააშუქებს როგორც #5 სკოლის, ასევე ქალაქის სხვა საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების საქმიანობასა და ზოგადად განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს.
მოსალოდნელი შედეგები; ამოქმედდება სკოლის რადიო ქსელი, ქსელის მუშაობაში რეგულარულად ჩართული იქნება სკოლის ორი პედაგოგი და სასკოლო სამოქალაქო კლუბის 30 წევრი, მათ შორის 3 შშმ მოსწავლე გაიზრდება სამოქალაქო თემატიკით მოსწავლეთა დაინტერესება, ამაღლდება მათი ცოდნის დონე და განვითარდება შესაბამისი უნარ-ჩვევები.
გაიზრდება ქალაქის სკოლების სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრთა ურთიერთცნობადობა და თანამშრომლობის დონე.