ხშირად გვესმის , რომ ძლიერ ახალგაზრდებს აქვთ უნარი იყვნენ ცვლილების განხორციელების ინიციატორები, რომლებსაც შეეძლებათ დადებითი გავლენა
მოახდინონ თავიანთ თანატოლებზე და გახადონ ისინი უფრო აქტიური და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონენი.
მიუხედავად იმისა,რომ არაერთი სასკოლო და საკლუბო პროექტი გვაქვს განხორციელებული პროექტის ფარგლებში: ჩვენი სკოლის მოსწავლეები ვინც ჩართულია პროგრამის განცორციელების პროცესში ვთანამშრომლობთ სკოლის მოსწავლეებთან, თემის ახალგაზრდებთან. მაინც ვფიქრობთ, რომ ადგილზე გვჭირდება გავძლიერდეთ როგორც ახალგაზრდები ასევე ჩვენი ქმედებებითა და ინიციატივებით გავააქტიუროთ თემი, მშობლები,თემში მცხოვრები ახალგაზრდები.. რათა ერთობლივი ძალებით შევძლოთ თემში სასიკეთო ცვლილებების მიღწევა და ახალგაზრდების ძალაზე და შესაძლებლობებზე პირადი მაგალითებით ვიმსჯელოთ ,ჩვენ თავად გავხდეთ პოზიტიური მაგალითები.
ჩვენი პროექტის მიზანია:სკოლის მოსწავლეების, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების, თემში მცხოვრები ახალგაზრდების, თემის წარმომადგენლების ცოდნისა და უნარების გაძლიერება სამოქალაქო ჩართულობის თემაზე.
სათემო პრობლემების იდენტიფიცირება და ახალგაზრდებისა და თემის ჩართულობით, შესაძლო პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, იდენტიფიცირებული სათემო პრობლემების მოგვარების ხელშეწყობა.