სკოლის საზოგადოების ჩართულობით- ფინანსური წიგნიერების გაცნობა, ფინანსური ცნობიერების ამაღლება და საჭირო უნარების გამომუშავების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში საკითხის პოპულარიზაციისა და უკეთ გააზრების მიზნით შეიქმნება ტრენინგ- მოდული სახელწოდებით „ ფინანსური წიგნიერება“ თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოებით, მოსწავლეები, აქტიური ჩართულობით შექმნიან ინოვაციურ რესურსებს , მოხალისეობრივ ბლოგს, მონაწილეობას მიიღებენ გასვლით ღონისძიებებში, ესსეების კონკურსში, გაეცნობიან და გაიზიარებენ მეწარმეთა გამოცდილებას, ასევე ჩაერთვებიან მათემატიკის, სამოდელო ,პრობლემაზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესში და სიმულაციებში , რომლებიც საჭირო უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.