Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "შეცვალე სტერეოტიპი, შექმენი მომავალი"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ანა ჯავახიშვილი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ანა ჯავახიშვილი
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2011-11-26
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ქ. დედოფლისწყარო, ქიზიყის ქ. N1
    • მობილური ტელეფონი
      533331619
    • ელექტრონული ფოსტა
      lapiashvili.maia@teachers.gov.ge
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ანა ჯავახიშვილი - პროექტის ხელმძღვანელი;

      ბარბარე ჩიტიშვილი - პროექტის თანაორგანიზატორი;

      ნია კირაკოსიანი - პროექტის თანახელმძღვანელი;

      თინათინ ვარდიაშვილი - პროექტის ფასილიტატორი;

      მაია ლაპიაშვილი - მხარდამჭერი

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      300
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია :

      1. გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების და სკოლის მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება. (მიიღწევა განათლების, ინფორმაციის გავრცელების და დისკუსიების გზით.)
      2. გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა
      პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს, გაიაზრონ  გენდერული სტერეოტიპების ნეგატიური გავლენა და როლი , რათა თავიდან აიცილონ მსგავსი სტერეოტიპების გამეორება და გავრცელება.
      3.თანასწორობის შესახებ აქტიური ჩართულობის სტიმულირება.
      პროექტი მიზნად ისახავს სკოლის და ადგილობრივი თემის წევრების მოტივაციას, რომ აქტიურად ჩაერთონ გენდერული თანასწორობის და ინკლუზიურობის საკითხებში.
      4. სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენებით ცოდნის გავრცელება

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოსწავლეები და სკოლის სხვა წევრები უკეთ გაეცნობიან გენდერული თანასწორობის და თანასწორობის მნიშვნელობას.

      მოხდება სტერეოტიპების საკითხზე ინფორმაციის გაზიარება და დამოკიდებულებების ცვლილება, რაც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის დანერგვას სკოლაში, თანატოლთა შორის.

      სოციალური მედიის კამპანიის მეშვეობით გაიზრდება საზოგადოების ინტერესი გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი.

      მოხდება ახალი ინიციატივების სტიმულირება.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      გენდერული სტერეოტიპები გავლენას ახდენენ როგორც მოსწავლეთა პირად ცხოვრებაზე, ისე მათ სამომავლო შესაძლებლობებზე. მოსწავლეებს უჭირთ გადალახონ სოციალური მოლოდინები, რაც ხელს უშლის მათ განვითარებას და მათი უნარ-ჩვევების სრულად გამოვლენას.

      საქართველოში, როგორც ბევრ ქვეყანაში, არის სერიოზული პრობლემები გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის მხრივ. ასევე დასაქმების, ეკონომიკური უფლებების და სხვა შესაძლებლობების მიმარტულებით. გოგონები და ქალები ხშირად არიან დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლნი.

      მთავარი პრობლემა, რომელსაც პროექტი ეხმაურება, გენდერული თანასწორობის ნაკლებობა, გენდერული სტერეოტიპების გავლენა და განათლების სისტემაში ამ საკითხების არასწორი წარმოჩენაა.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1. გამოკითხვების ჩატარება სკოლაში გენდერული სტერეოტიპების შესახებ

      2. სოციალური მედიის კამპანიის შექმნა თანასწორობის თემაზე

      3. სკოლის თანატოლებისთვის ტრენინგის ჩატარება

      4. თემატური პოსტერების, სტიკერებისა , ქაღალდის სანიშნეების, საინფორმაციო მასალების მომზადება

      5. ადგილობრივი თემის წევრებთან ინტერვიუების ჩატარება

      6. ვიდეო რგოლების გადაღება გენდერული თანასწორობის შესახებ

      7. თემატური ვიდეოფილმების განხილვა- დისკუსია

      8. შემაჯამებელი "თანასწორობის კვირეულის" ჩატარება

       

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      თაბახის ფურცლები

      ფლიპ-ჩარტები

      მარკერები

      ტრენერის მომსახურება

      თემატური ლიტერატურის შეძენა

      ტრენინგზე მგზავრობის ხარჯი

      ქაღალდის თემატური სანიშნეების და სტიკერების ბეჭდვა

      ბანერის დაბეჭდვა

    • პროექტის პარტნიორები

      ადგილობრივი სათემო ორგანიზაციები

      სკოლები

      კლუბები

       

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პირდაპირი ბენეფიციარები:

      დედოფლისწყაროს სკოლების მე-7- მე-9 (საბაზო საფეხურის) მოსწავლეები - 100 მოსწავლე.

      ირიბი ბენეფიციარები - დედოფლისწყაროს სხვა სკოლების მოსწავლეები და მათი მშობლები (სოციალური მედიის მომხმარებლები) - 100.

      პედაგოგები - 5-6

       

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      დედოფლისწყაროს სკოლების მე-7- მე-9 (საბაზო საფეხურის) მოსწავლეები - 100 მოსწავლე.

      ირიბი ბენეფიციარები - დედოფლისწყაროს სხვა სკოლების მოსწავლეები (50) და მათი მშობლები (50)  (სოციალური მედიის მომხმარებლები) - 100.

      პედაგოგები - 5-6

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      1. მოსწავლეთა დაბალი ჩართულობა, რასაც ავიცილებთ მრავალფეროვანი საინტერესო აქტივობებით.

      2. სკოლის მოსწავლეები და ზოგადად საზოგადოება შესაძლოა არ იყვნენ მზად გენდერული თანასწორობის საკითხებზე ღია საუბრებისთვის, რასაც დავძლევთ შემდეგი სტრატეგიებით : პროექტის შინაარსი შეიძლება იყოს ადაპტირებული ან დაწყებული უფრო მარტივი და გაცნობითი ეტაპით, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს შედარებით ნელა მოახდინონ გენდერული საკითხების გაცნობიერება. მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერა გააძლიერებს პროექტის წარმატების შანსებს.

      3. სამოქალაქო საზოგადოების და მშობელთა მიერ წინააღმდეგობა.

      მშობლებისა და თემის წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება, სადაც გაიგებენ, თუ რატომ არის  მნიშვნელოვანი გენდერული თანასწორობის საკითხების განხილვა, რაც დაგვეხმარება მათი მხარდაჭერის მოპოვებაში.

      4. სკოლაში რესურსების ნაკლებობა, რასცა დავძლევთ ალტერნატიული რესურსების ან ფართის გამოყოფით.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ აქტივობებს სხვა მოსწავლეებთან.

      სოციალური მედიის კამპანიები, პოსტერები, საინფორმაციო მასალები და ვიქტორინები შეიძლება გახდეს მუდმივი ინსტრუმენტები, რომლებიც სკოლის ყოველდღიურობაში განიხილავენ გენდერული თანასწორობის საკითხებს.

      ყოველი წლის ბოლოს დავაორგანიზებთ  გენდერული თანასწორობის კვირეულს.

      გავაგრძელებთ სხვა საგანმანათლებლო ინიციატივებში მონაწილეობას.

      სხვა ინიციატორებისთვის შევძლებთ გამოცდილების გაზიარებას.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-1_biujeti-ana-javaishvili.xlsx, https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/danarti-2_-samoqmedo-gegma-ana-javaishvili.xlsx
    • რეგიონი
      დედოფლისწყარო
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    გენდერული თანასწორობის პროექტი თინეიჯერებისთვის

    მიზანი:
    გენდერული სტერეოტიპების შემცირება და თანასწორობის იდეის პოპულარიზაცია

    ძირითადი აქტივობები:
    • სოციოლოგიური კვლევა სკოლაში
    • საინფორმაციო კამპანია სოციალურ მედიაში
    • საჯარო შეხვედრები და ტრენინგები თანატოლებთან
    • საგანმანათლებლო ვიდეო რგოლები

    მოსალოდნელი შედეგები:
    - გაზრდილი ცნობიერება
    - სტერეოტიპების შემცირება
    - თანასწორობის პრინციპების გაცნობიერება

    მიზნობრივი ჯგუფი: 13-14 წლის მოზარდები

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tina Sibasvili
      დეკემბერი 4, 2024 | 2:19 pm

      პროექტი იმსახურებს დაფინანსებას

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ფემინიზმის თაობა

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    ქალის როლი თანამედროვე სამყაროში

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსწავლეების მიერ.

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...