ენერგიის ეფექტურად მოხმარება თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მოსახლეობის ზრდასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნა ენერგიაზე, რაც კლიმატური ცვლილებების საწინდარია.
საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სათბურის ეფექტის თავიდან აცილების მიზნით სამყარო დგას ახალი გამოწვევების წინაშე - გარემო უფრო ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გახდეს. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსწავლეებს გაუჩნდათ მზის ენერგიის ეფექტიანად გამოყენება, რომელსაც უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა საკმაოდ აქტიურად იყენებს, მათ შორის საქართველოს ზოგიერთი მაღალმთიანი დასახლებები.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე და ინოვაციური მზის კოლექტორების (პანელების) გამოყენებით განხორციელდება სკოლის შენობაში სინათლის ენერგიის უშუალოდ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნა. კოლექტორები სხვადასხვა სიმძლავრისაა, ამ ეტაპზე შეიქმნება მხოლოდ განათების სისტემა, რომელიც საკმარისი იქნება სკოლის დერეფნების გასანათლებლად. ენერგოეფექტურობა აუმჯობესებს გარემო პირობებს, არ გამოყოფს მხუთავ აირებს, არ აზიანებს ატმოსფეროს და არ აქვს რადიაცია. ხაზგასასმელია ისიც, რომ პროექტის განხორციელების შედეგად სკოლას შეუმცირდება ელექტრო ენერგიის კომუნალური ხარჯი.