პროექტის ფარგლებში მოხდება სკოლის ეზოს შემოღობვა და ჭაობიანი ტერიტორიის ათვისება, კერძოდ, სათბურის აშენება. ჩვენს სკოლაში მომუშავე ამერიკელ მოხალისეს დენეი ჰორსლენს აქვს გამოცდილება მსგავსი ტიპის სათბურის აშენებისა და მოვლის, მას და მის ოჯახს მარტივი ტიპის სასათბურე მეურნება ჰქონდათ კალიფორნიის შტატში.
პროექტის მიზანია: სკოლის ეზოში არსებული საფრთხეების თავიდან აცილება. კერძოდ, სკოლის ეზოს შემოღობვა და დაჭაობებული ადგილის სკოლის სასარგებლოდ გამოყენება, (სათბურის აშენება,
მოსალოდნელი შედეგები: სკოლის ეზო გახდება მოსწავლეებისათვის უსაფრთხო და სარგებელის მომტანი, სათბურში მოყვანილ ბოსტნეულს შეიძენს სკოლის სასადილო და შემოსული თანხა მოხმარდება სათბურის გაფართოებას.