პროექტის მიზანი:
მოსალოდნელი შედეგები:
მოკლევადიანი შედეგები:
გრძელვადიანი შედეგები:
პრობლემები, რომლებსაც ჩვენი პროექტი ეხმაურება:
დასადგმელი საინფორმაციო ბანერი- ბანერზე დავიტანთ მოკლე ისტორიასა და საინტერესო ინფორმაციას ჩვენ თემში არსებული ყველა კულტურილი მემკვიდრეობის მქონე ძეგლის შესახებ.
დასადგმელი ტურისტული დაფა- ტურისტულ დაფაზე წარმოდგენილი იქნება თემში არსებული ყველა მნიშვნელოვანი ლოკაცია, ამ ადგილებამდე მისასვლელი გზა და ტურისტული ბილიკები, რათა გაუადვილდეთ ტურისტებსა და დამსვენებლებს გადაადგილება სოფელში.
საკანცელარიო ნივთები(თაბახის და ფერადი ფურცლები)- საკანცელარიო ნივთები გამოყენებული იქნება ბუკლეტების დაამზადებლად, რომლებსაც დავარიგებთ თემში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით.
ბროშურები- ბროშურებზე დავიტანთ მოკლე და საინტერესო ინფორმაციას ჩვენ თემში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ და დავარიგებთ მათ ადგილობრივ მოსახლებაში.
ფოტოაპარატი- ფოტოაპარატის საშუალებით გადავიღებთ ხარისხიან ფოტო და ვიდეომასალას, რომელსაც შემდგომ განვათავსებთ სოციალურ ქსელში, ჩენ გვერდებზე.
პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანამშრომლობას თემში არსებულ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმთან, გავმართავთ შეხვედრას ისტორიკოსებთან და ჩამოსულ სტუმრებთან. ასევე თანამშრომლობა გვექნება ქვიშხეთის მერიასთან, რომლისგანაც ავიღებთ ნებართვას საინფორმაციო დაფებისა და ბანერების დამონტაჟებასთან დაკავშირებით.
პროექტის ბენეფიციარები არიან:
საბოლოო ჯამში ბენეფიციარების რაოდენობა იქნება-300
პედაგოგები-10
მოსწავლეები-100
მშობლები-5
ადგილობრივი მოსახლეობა-185
რისკი: ნაკლები ინტერესი ადგილობრივი მოსახლეობიდან და ახალგაზრდებიდან ჩვენი პროექტის შესახებ. თავიდან აცილების გზა: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პროექტის მნიშვნელობაზე დასაწყისშივე. შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება თემის მოსახლეობისთვის. საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვა, რაც ახალგაზრდებს გაუღვივებს პროექტში მონაწილეობის სურვილს.
რისკი: უამინდობა, რაც ხელს შეუშლის ზოგიერთი აქტივობის განხორციელებას. თავიდან აცილების გზა: სამუშაოების დაგეგმვა ამინდის გათვალისწინებით.
რისკი: პროექტის დაგეგმილ ვადებში ვერ შესრულება. თავიდან აცილების გზა: შესაფერისი ვადების განსაზღვრა თითოეული აქტივობისათვის.
რისკი: პროექტის პარტნიორის(მუზეუმის) მხრიდან მხარდაჭერის შეწყვეტა. თავიდან აცილების გზა: პროექტის დასაწყისში შეთანხმებების გაფორმება პარტნიორ დაწესებულებასთან(მუზეუმთან)
რისკი: ქვიშხეთის მთავრობის მიერ თანამშრომლობაზე უარის განცხადება და ნებართვის გაჭიანურება ბანერებისა და საინფორმაციო დაფის დამონტაჟების შესახებ. თავიდან აცილების გზა: პროექტის დასაწყისში შეთანხმებების გაფორმება ქვიშხეთის მთავრობასთან.
პროექტი მიზნად ისახავს ქვიშხეთსა და მის მიმდებარე სოფლებში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციასა და ტურიზმის განვითარებას. ჩვენი პროექტის მიზანია ადგილობრივებში ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი ისტორიული ძეგლების შესახებ და თემში მცხოვრები საზოგადოების ჩართულობის გაზრდა.
აქტივობები მოიცავს ძეგლების პოპულარიზაციას, საინფორმაციო ბანერებისა და ტურისტული დაფების დამონტაჟებას სოფელში, ცნობიერების ამაღლების მიზნით დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში შეხვედრების მოწყობას ისტორიკოსებთან, ბუკლეტების, ბროშურების დარიგებას მოსახლეობაში და სხვა მრავალ საინტერესო აქტივობას.
კომენტარის დამატება