მოსწავლეები: ნიკა მიქელაძე, ილია ჩავლეიშვილი, ნინო კვირკველია, ანასტასია ბასილაია, ნინაკა ჯორბენაძე, სანდრო ჯინჭარაძე, ნია თედიაშვილი, სალომე სამნიძე, ილია გიგინეიშვილი, ანა ჭეიშვილი, ანა კვაჭაძე, ილია ირემაძე, ნატა პაქსაძე, სანდრო ბარაბაძე, ნინი მიქელაძე, ნინო კანდელაკი, ელენე გაბაიძე, ლაშა გორგილაძე, სანდრო რიჟვაძე, ანასტასია ხუციშვილი.
ჩვენი პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ციფრული მოქალაქეობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და განვავითაროთ ციფრული ეთიკა და უნარ-ჩვევები სკოლაში და თემში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ციფრული საზოგადოების პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერას, რაც მოიცავს უფლებებისა და ვალდებულებების გააზრებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას.
პროექტის გრძელვადიან შედეგად მივიჩნევთ:
პროექტის ფარგლებში მომზადებული ციფრული პლატფორმების აქტიურად მართვას და მომხმარებლისთვის საინტერესო თემების გაზიარებას ციფრული მოქალაქეობის პრაქტიკული მაგალითების სახით.
პროექტის ფარგლებში გადამზადებული მოსწავლეების მიერ პერმანენტული აქტივობები ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
მოკლევადიან შედეგად მივიჩნევთ:
ტრენინგების, დისკუსიების შედეგად მონაწილეთა ცნობიერების გაზრდა ციფრულ მექალაქეობის თემებზე.
პროექტის აქტივობებში ჩართული მონაწილეთა გაზრდილი უნარები ციფრული აქტივობების მართვაში.
21 - საუკუნეში , ადამაინისთვის დიდ გამოწვევად იქცა ინოვაციურ ტექნოლოგიებთან წვდომა , რაც კოსმოსური სისწარფით იზრდება და ვითარდება. ასეთ განვითარებასთან ერთად, მზარდი გახდა ციფრული მოქალქეობის მნიშვნელობა. ვინაიდან, ადამიანებს ციფრულ სამყაროშიც ისევე ენიჭებათ პასუხისმგებლობები, უფლებები და ვალდებულებები., როგორც რეალურ ცხოვრებაში.
ადამიანი თუ მოქმედია, იგი ბუნებითაც შემოქმედია. მაგრამ ციფრული განათლების სიმცირემ, მას შეიძლება შემოქმედებითობის უნარი წაართვას. მაგალითად ტექნოლოგიის გადამეტებულმა და არამიზნობრივმა გამოყენებამ სოციალური იზოლაციის და პიროვნული განვითარბის პრობლემები შეუქმნას; ონლაინ სივრცეში გახდეს ბულინგის ან ძალადობის მსხვერპლი. ან ვერ შეძლოს პირადი მონაცემების დაცვა და კონფიდენციალობა. დაკარგოს კრიტიკული აზროვნების უნარი,
ამრიგად, ციფრული მოქალაქეობის თვითშეგნება ყველა მოქალაქისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. განათლებულ ციფრულ მოქალაქეს, ციფრულ სამყაროში შეუძლია იყოს პოზიტიურად აქტიური. მას შეუძლია კრიტიკულად იაზროვნოს და თავად განსაზღვროს მისი არჩევანი. ამრიგად, ციფრულ სამყაროში ჩამოთვლილი პრობლემების პრევენციის მიზნით საჭიროდ ვთვლით განხორციელდეს საინფორმაციაო, თემატური, პრაქტიკული აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეების ციფრული განათლების დონის ამაღლებას და ციფრული უნარებით აღჭურვას. ყოველივე ეს კი მათ პოზიტიურ ციფრულ აქტიურობას უზრუნველყოფს.
მიზნის მისაღწევად დაგეგმილი გავქვს:
1. კვლევის ჩატარება სკოლის საზოგადოებასა და თემში - კვლევის შედეგად განისაზღვრება რა სახის ინფორმაციას ფლობენ ციფრული მოქალქეობის შესახებ და რა პრაქტიკული გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. მომზადდება ონლაინ კითხვარი და შედეგებს განიხილავს პროექტზე მომუშავე გუნდი.
2. ტრენინგი ციფრულ მოქალაქეობასა და უსაფრთხოებაზე - ტრენინგის ჩასატარებლად მოწვეული იქნება სპეციალისტი. ტრენინგზე განხილული იქნება საკითხები: როგორ დავიცვათ პირადი მონაცემები და ფიქსირებული ურთიერთოებები ონლაინ სივრცეში. როგორ ამოვიცნოთ მცდარი ინფორმაცია ონლაინ. ციფრული ეთიკის შესახებ. როგორ განვივითაროთ კრიტიკული აზროვნების უნარი
3. სოციალური მედიის პუბლიკაციების, აქტივობების წარმოება: შეიქნება და განთავსდება ონლაინ სივრცეში თემატური ვიდეო რგოლები, ჩელენჯები, ონლაინ ქვიზები. facebook/Discord, Instagram.
4. ვორქშოფი /დისკუსია ახალი თაობა VS ძველი თაობა - მომზადდება სადისკუსიო კითხვები და შეჯამდება ორივე თაობის შეფასებები ძველი და თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევბის შესახებ .
5. საინფორმაციო შტურმი თემში - აქტივობა განხორციელდება სკოლასა და ტემში. შევთავაზებთ ბლიც კითხვებს ციფრული მოქალქეობის შესახებ. გადავცემთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტს და ბრენდირებულ საჩუქრებს.
6. საინფორმაცი ო კამპანია თემში - პროექტის ფარგლებში მომზადდება ფლაერები ციფრული პლატფორმების და ინსტრუმენტების შესახებ (ელ. პეტიცია, ონლაინ გამოკითხვები, ელ. არჩევნები და სხვა) რომლითაც შესაძლებელია მოქალაქეებმა თანაბარი მონაწილეობა დააფიქსირონ სამოქალაქო საკითხებზე.
7. საინფორმაციო ვიზიტი ბათუმის ტექნოპარკში - პროექტის ბენეფიციარები ეწვევიან ტექნოპარკს, გაეცნობიან ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ციფრული განვითარების პროგრამებს.
8. პროექტის შემაჯამებელი აქტივობა - სასკოლო კომფერენცია. პრეზენტაციას გააკეთებენ პროექტის წევრები და ბენეფიციალები, რომლებიც ისაუბრებენ პროექტის მიზნებზე, განხორციელებულ აქტივობებზე, შედეგებსა და მდგრადობაზე.
საინფორმაციო ფლაერები; ბრენდირებული მაისურები; კალმები, ბლოკნოტები; საკანცელარიო ნივთიები, საინფორმაციო პოსტერები. მიკროფონები ინტერვიუს ჩასატარებლად.
ბათუმის ამერიკული კუთხე - ამერიკული კუთხის წარმომადგენლები (რომლებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გვაქვს) დაგვეხმარება ადამიანური რესურსით. კერძოდ, მოწევეული სპციალისტები ჩაატარებენ სამუშაო შეხვედრას პროექტის ფარგლებში.
მოსწავლეები
მასწავლებლები
მშობლები
თემის წევრები
მოსწავლეები - 400
მასწავლებლები - 60
მშობლები - 30
თემის წევრები - 100
უფროსი თაობის სკეპტიკური განწყობა თემის მიმართ - ტექნოლოგიების შესახებ უმეტესობას არასწორი ინფორმაციის გამო, ვერ წარმოუდგენია მისი დადებითი მხარეები. ამაში დავარწმუნებთ ჩვენს მიერ შეთავაზებული ატივობებით.
მოსწავლეების ნაკლები დაინტერესება შეთავაზებული თემით, ზოგისთვის კარგად ნაცნობი თემა აღმოჩნდეს - დავარწმუნებთ შეთავაზებული აქტვობებით, რომ ყველაფერი არ იციან ციფრულ სამყაროზე.
პროექტის მოხალისე წევრები გააგრძელებნ პროექტის ფარგლებში შექმნილ ციფრულ პუბლიკაციების მართვას და მისი ფუნქციონირების გაგრძელებას. მუდმივად მოხდება სიახლეების განთავსება. სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და თვითმმართველობის გუნდის ჩართულობით გაგრძელდება თემატური განხილვები სასკოლო კლუბების ფარგლებში.
ჩვენი პროექტის მიზანია ხელი შევუწყოთ ციფრული მოქალაქეობის პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და განვავითაროთ ციფრული ეთიკა და უნარ-ჩვევები სკოლაში და თემში. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მიზნად ისახავს ციფრული საზოგადოების პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერას, რაც მოიცავს უფლებებისა და ვალდებულებების გააზრებას და პასუხისმგებლობის გაზიარებას. |
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
მარიამ ტარიელაძე
დეკემბერი 4, 2024 | 4:13 pmპროექტის მიზანი პასუხობს საკონკურსო ტემას, პროექტის ფარგელბში მოსწვალეების გაწერილი აქვთ მიზნიდან გამომდინარე მრავალფეროვანი, ინოვაციური აქტივობები. პროექტი მოიცავს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს და მათი ცართულობისთვის აქვთ შესაბამისი აქტივობები გათვალსიწინებული. უნდა აღინიშNოს, რომ ეს პროექტი მხოლოდ მოსწვალეების ჩართულობით დაიწერა, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი მდგრადი იქნება რადგან პროექტის ფარგლებშ იქმნება ისეთი ციფრული რესურსების შექმნას რაც ხელს შეუწყობს მომავალშიც აღნიშნული ტემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ციფრული უნარების დანერგვის ხელშეწყობას როგორც სასწავლო ასევე სათემო ცხოვრებაში. მოსწვალეები არიან აქტიურები, მოტივირებულები აღსანიშნავია ისიც,რომ მოსწავლეებს პროექტის განხორციელების პროცესში მხარს უჭერს უცხოელი მოხალსიე პროფესიით ჟურნალისწი მუჰამედ ალ თურქი რომელიც ოსწვალეებს დახმარება ციფრული ეთიკის მიმართულების სემინარების ჩატარებაში და პროექტულ რეკომენდაციებში.