Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ციფრული მოქალაქეობა

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს სწორედ აქტიურ მოქალაქეები თამაშობენ. სახელმწიფოს ეფექტიანობა და რესურსების სწორად განკარგვა, შესაძლებელია ანგარიშვალდებულების გაზრდით და მოქალაქეების გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფით. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიურმა პროგრესმა მნიშვნელოვნად შეცვალა სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიეთობა, პროცესები გაცილებით გამჭვირვალე და დროში ეფექტური გახადა. მიუხედავად ამისა საკმაოდ დაბალია მოქალაქეებში ციფრული მოქალაქეობის შესახებ ცნობიერების დონე. სკოლაში ჩატარებული გამოკითხვაც ცხადყოფს, რომ აღნიშნული პრობლემა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
    "ციფრული მოქალაქეობა" პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება ციფრული მოქალაქის უნარების გამომუშავების მიმართულებით. აქტიური ციფრული მოქალაქეობის ხელშეწყობა და წახალისება. მოქალაქეების საზოგადოებრივ პრობლემებზე რეაგირებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა ბიუროკრატიული პროცესების გამარტივების გზით-ელექტრონული სერვისების გამოყენებით. პროექტის მიზანია ასევე ნაკლები დანახარჯებით (როგორიცაა ელექტრონული სერვისების გამოყენება) მაქსიმალური სარგებლიანობის მიღება.
    პროექტის მიზანია პირველ ეტაპზე დაადგინოს ციფრული წიგნიერების მიმართულებით სასკოლო საზოგადოების (მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები) ცნობიერების ზოგადი დონე, ელექტრონული ანონიმური გამოკითხვის გამოყენებით. აღნიშნული კვლევა გამოიყენოს როგორც საწყისი წერტილი, კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე დაგეგმოს მიზნის მისაღწევად შემდეგი აქტივობები. გამოკვეთოს ასაკობრივი კატეგორიების დამახასიათებელი თავისებურებები (მაგ. უფროს თაობას რამდენად აქვს ციფრული უნარები ახალგაზრდა თაობასთან შედარებით). იმსჯელოს ცნება ციფრული მოქალაქეობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე-გამოკითხვის შედეგად მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე.
    პროექტის მიზანია 4 თვის განმავლობაში სასკოლო საჭიროებების მიხედვით მინიმუმ 200 მშობლის, 100 მოსწავლის, 20 მასწავლებლის ცნობიერების დონის ამაღლება და ციფრული მოქალაქეობის უნარების განვითარების ხელშეწყობა. ( საბაზისო კვლევის შედეგების შედარება პროექტის განხორციელების შემდგომ მიღებულ მონაცემებთან).

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Tbilisi

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      Magda Tavkhelidze
    • ქალაქი
      თბილისი
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...