პროექტის მიზანია ჩავატაროთ კვლელა და დავადგინოთ აივ-ინფორმირების დონე და საზოგადოების დამოკიდებულება აივ-ინფექციით დაავადებული ადამიანების მიმართ.ასევე ჩვენი პროექტის საშუალებით მივაწოდოთ პროექტის სამიზნე ჯგუფს ინფორმაცია ამ დაავადების პროფილაქტიკის და გავრცელების გზების შესახებ.
პროექტის კვლევა ჩატარდება ქ.გორის №7 საჯარო სკოლის მაღალ-კლასელებში (10-11-12 კლასები) და ასევე სამიზნე ჯგუფი იქნება ქ.გორში არსებული დევნილთა ჩასახლებების მაცხოვრებლები,კერძოდ კი, ახალგაზრდები 16-25 წლამდე. (ე.წ წმინდა წყლის და ვერხვების დასახლებაში).
შეიქმნება სპეციალური ჯგუფი,რომელიც დაკომპლექტდება როგორც სამოქალაქო კლუბ "თემიდას სახლის" წევრებისაგან,ასევე იმ მოხალისეებისაგან,ვინც სურვილს გამოთქვავს ჩაერთოს კვლევაში.მომზადდება სპეც-კითხვარი,სადაც შესული იქნება კვლევის კითხვარი.კვლევაში ჩართული ჯგუფის წევრთა რაოდენობა იქნება დაახლოებით 18 ახალგაზრდა.
კვლევა განხორციელდება თემის დაახლოებით 300 ახალგაზრდაზე(სადაც მოიაზრება 150 მოსწავლე ჩვენი სკოლიდან,ხოლო 150 ახალგაზრდა დევნილთა ჩასახლებიდან)