პროექტის განხორციელების შემდეგ შეიქმნება ჰარმონიული გარემო მოსწავლეთა უკეთესი კომუნიკაციისათვის, ამაღლდება მათი მოქალაქეობრივი აქტივობა, გაღვივდება მათში პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც სკოლის ასევე საზოგადოების წინაშე და გაღრმავდება მათი ესთეტიკური თვალსაწიერი. ბუნებასთან სიახლოვე დადებითი მუხტით იმოქმედებს მოსწავლეთა ფსიქიკაზე.