Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    უხილავი გმირები

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ანა კინწურაშვილი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ანა კინწურაშვილი, მასწავლებელი
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      1989-12-06
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      ალექსანდრე გრიბოედოვის 25, ბინა 1
    • მობილური ტელეფონი
      579 182 391
    • ელექტრონული ფოსტა
      Ana_kintsurashvili@yahoo.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      4 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      1. პროექტის ხელმძღვანელი : ანა კინწურაშვილი

      სტატუსი: მასწავლებელი
      მოვალეობები:

      პროექტის საერთო მართვა და ორგანიზება.
      სამუშაო გეგმის შედგენა და დროის მონიტორინგი.
      პოტენციურ პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრის დაგეგმვა.
      2. პროექტის მონაწილე: ალექსანდრა ბააზოვი,მარიამ ნოზაძე, ნუცა რამიშვილი

      სტატუსი: მოსწავლეები

      მოვალეობები:

      აქტივობების დაგეგმვა/განხორციელებაში ჩართულობა.
      სასკოლო საზოგადოების ინფორმირება;
      აქტივობების შესაბამისად სტუმრების (ტრენერების, სპიკერების..) მოწვევა;

      სოციალური ქსელის საშუალებით დოკუმენტური ფილმების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
      პოტენციური მხარდამჭერების და პარტნიორეის მოძიება;

      გასვლითი სამუშაო ვიზიტების დაგეგმვა;
      პროექტის მიმდინარეობის პროცესში საჭიროების მიხედვით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      600
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      ინტერნეტი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანი:

      ჩვენი მიზანია მოსწავლეებში კინესთეთიკური და ტექნოლოგიური უნარების განვითარება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, შემოქმედებითი და შემეცნებით უნარების გაღრმავება, მედიაწიგნიერების გაზრდა, დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია და მისი საშუალებით საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვნით თემის თუ რეგიონის განვითარების საქმეში მაგრამ ფართო საზოგადოება არ იცნობს მათ და ისტორიები იმ ადამიანების შესახებ რომლებმაც სტერეოტიპები გენდერული ფროფესიების შესახებ დაამსხვრიეს.

      მოსალოდნელი შედეგები:

      პირველ ეტაპზე, მოკლემეტრაჟიანი 3-4 ფილმის გადაღება ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მათი საშვალებით საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.

    • მოსალოდნელი შედეგები

      ჩვენი აზრით, არაფორმალური განათლება ხელს უწყობს ფორმალური განათლების განვითარებას, გამოცდილებიდან გამომდინარე თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  საკლუბო საქმიანობაში ჩართული მოსწავლეების მოტივაცია მუდმივად იზრდება და მათი აქტიურობა გადამდები ხდება, ხოლო, პროექტები და ინიციატივები სასკოლო საზოგადოებას აერთიანებს და პოზიტიურ გავლენას ახდენს ასობით ადამიანზე.

      • კონკრეტულ მონაწილეების ჩართვა/გააქტიურება;
      • მოსწავლეებში მედიაწიგნიერების გაზრდა;
      • მოსწავლეებში ტექნოლოგიური უნარების განვითარება;
      • მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა;
      • მოსწავლეებში კინესთეტიკური უნარების გაღრმავება;
      • პროფესიების მიმართულებით გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევა;
      • შემოქმედებითი უნარის განვითარება;
      • შემეცნებითი მულტიმედიური სასწავლო სასწავლო რესურსების შექმნა,გამოყენება,გავრცელება;
      • საზოგადოების ინფორმირება იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით თემის თუ რეგიონის განვითარებაში, მაგრამ ფართო საზოგადოება მათ არ იცნობს;
      • თანამშრომლობითი უნარის განვითარება.
    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ჩვენს რეალობაში არაფორმალური განათლება ნაკლებად  გამოიყენება როგორც ფორმალური განათლების ინსტრუმენტი;
      სასკოლო კლუბებს თუ სკოლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის დაბალი დონე;
      მულტიმედიური სასწავლო რესურსების სიმწირე;
      მოსწავლეები ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მიზნით მოხმარების პასიურ როლში იმყოფებიან,მაშინ როდესაც მათ უნდა ვაძლევდეთ შესაძლებლობებს გახდნენ ტექნოლოგიების შემქმნელები;
      საზოგადოება არ იცნობს რიგით ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და წვლილი შეიტანეს საკუთარი თემის განვითარებაში;
      საზოგადოებაში პროფესიების მიმართ გავრცელებულია გენდერული სტერეოტიპები;
      სწორედ ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის დავგეგმეთ აღნიშნული პროექტი, რომლის განხორციელებაში ვდებთ ინტელექტუალურ რესუსრს, ვიყენებთ კლუბების ინფრასტრუქტურას, ვთანამშრომლობთ ორგანიზაციებთან და თქვენი მხრიდან გვესაჭიროება ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც გამოვიყენებთ ტექნიკის შესყიდვისთვის.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      რა

      სამუშაო შეხვედრები
      ტრენინგი
      მასტერკლასი
      ვორკშოფი
      ფილმის გადაღება
      ფილმის მონტაჟი
      სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელება
      კინოჩვენების მოწყობა
      დისკუსიების მოწყობა
      სხვა სკოლებში ვიზიტი
      სამომავლო საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით ჩართული მხარეებისგან უკუკავშირის მიღება

       

       

       

       

       

      ვინ:
      გუნდის წევრები
      კლუბების წევრები
      მოწვეული სტუმრები
      პროექტის ხელმძღვანელი.

       

      სად:
      თბილისი
      სკოლები
      პარტნიორ უნივერსიტეტებში მოვიაზრებთ საქართველოს უნივერსიტეტს და კავკასიის უნივერსიტეტს
      სინედოქ თბილისი

       

      როდის:
      პროექტის ხანგრძლივობა: 4 თვე.
      დასრულების დრო: თებერვალი/მაისი

       

      საბოლოო შედეგი:
      დოკუმენტური ფილმის, როგორც სასწავლო რესურსის შექმნა/პოპულარიზაცია, გენდერული სტერეოტიპების დარღვევა და სამოქალაქო პაუხისმგებლბის გაზრდა.

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      მოთხოვნილი თანხა: 450 დოლარი

      თანხის განაწილება:

      კამერა - 350 დოლარი (დოკუმენტური ფილმის გადაღებისთვის საჭირო ტექნიკა).
      მიკროფონი/გარე ხმის ჩამწერი - 50 დოლარი (ხარისხიანი აუდიოს უზრუნველსაყოფად);
      განათება- 50 დოლარი.
      საერთო ჯამში: პროექტის ძირითადი საჭიროებების დასაფინანსებლად მოთხოვნილია 450 დოლარი.

       

      თანამონაწილეობის თანხა

      თანამონაწილეობის სახით გათვალისწინებული თანხის განაწილება:

      გუნდის წევრების და ხელმძღვანელების მიერ ჩადებული ინტელექტუალური რესურსი;
      უფასო ტრენინგები და მასტერ კლასები ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებისგან;
      ტრენინგების მსვლელობისას კვებით უზრუნველყოფა;
      გადაადგილების ხარჯები;
      სოციალურ ქსელში სხვადასხვა არხით საქმიანობის პოპულარიზაცია;
      სკოლაში არსებული ტექნიკს გამოყენება;

    • პროექტის პარტნიორები

      CineDOC  სკოლა;

      პოტენციური პარტნიორები: კავკასიის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი.

      აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაეცანით თანდართულ დოკუმენტს.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
      • კინოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის წევრები;
      • ჩვენი სკოლის 5-12 კლასის მოსწავლეები-დაახლოებით 300 ადამიანი;
      • პარტნიორი სკოლების კლუბები.

       

      • კინოკლუბის ქსელის წევრი სკოლები საქართველოს მაშტაბით;
      • სოციალური ქსელებში ჩვენი არხის აუდიტორია.
    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
      • მასწავლებლები-60
      • მოსწავლეები-600+
      • მშობლები-100+
      • ეროვნული უმცირესობა/მოსწავლეები-70+
      • სოციალური ქსელის აუდიტორია-4000+
    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      კლუბის წევრებს არ აქვთ გამოცდილება დოკუმენტური ფილმის გადაღების მიმართულებით,თუმცა  მაღალი მოტივაცია,პროექტების განხორციელების გამოცდილება და ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასების არსებობა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს პროექტი დატქმულ ვადებში განხორციელდება.

      პროექტის მიმდინარეობისას გამოწვევების საპასუხოდ დავგეგმავთ ქმედით ნაბიჯებს: მეტი ვორკშოფის ჩატარება,საჭიროებიდან გამომდინარე ტრენერის მოწვევა და სხვა...

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      დამადასტურებლად დოკუმენტების სახით გიგზავნით კინოკლუბისა და სამოქალაქო კლუბის წესდებებს, ინფორმაციას კინოკლუბის საქმიანობისა და მიღწეული წარმატების შესახებ.

      ტექნიკა, რომელსაც თქვენი ფინანსური მხარდაჭერით შევიძენთ მრავალჯერადი გამოყენაბისაა, ეს  საშუალებას მოგვცემს მომავალში დოკუმენტური ფილმების გადასაღება გავაგრძელოთ ან სხვა პროექტებში გამოვიყენოთ.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-3.docx
    • რეგიონი
      თბილისი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    უხილავი გმირები“ - კინოკლუბის : “CineDOC-პოპკორნი” და სამოქალაქო განათლების კლუბის “თაობები მდგრადი განვითარებისათვის” ერთობლივ ინიციატივა. მიზანი: მოსწავლეებში კინესთეთიკური, ტექნოლოგიური უნარების განვითარება, სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, დოკუმენტური ფილმის პოპულარიზაცია და მისი საშუალებით საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით - ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვნით თემის განვითარების საქმეში, და ასევე მათ შესახებ, ვინც სტერეოტიპები გენდერული პროფესიების შესახებ დაამსხვრიეს.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tea Amurvelashvili
      დეკემბერი 7, 2024 | 12:29 pm

      პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი ვერ იქნება, პროექტი სრულყოფილი არ არის

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...