პროექტის მიზანია ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სოციალურად შეჭირვებული ოჯახების კეთილდღეობის დაცვის მიზნით ადგილობრივ თვითმმართველობასთან აქტიური თანამშრომლობა. შედეგად ამაღლდება პროექტის განმახორციელებელი ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერება/აქტივობა, საფუძველი ჩაეყრება თვითმმართველობასთან თანამშრომლობას და მოხდება სოფლად მცხოვრები რამდენიმე შეჭირვებული ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნვა სისტემური მიდგომების დამკვიდრების გზით. პროექტი ეყრდნობა ახალგაზრდების გააქტიურებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს, ითვალიწინებს ფილანტროპიის წახალისებას და ადვოკატირებას. პროექტს განახორციელებს სოფელ მერიის საჯარო სკოლის მოზარდები მხარდამჭერ პედაგოგებთან ერთად.