შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
• პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდების ინტეგრაცია საზოგადოდებაში.
• პროექტის ფარგლებში ჩატარდება შშმ მოზარდების შესაძლებლობებისა და საჭიროებების კვლევა და მათი ჩართულობის გაზრდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.
პროექტის ამოცანები:
1.შშმ მოზარდების ჩართვა ღონისძიებებში
2.დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა;
3.თანადგომის ქსელის გაფართოება.
მოსალოდნელი შედეგები:
შშმ მოზარდები
-იქნებიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში;
-შეიძენენ ახალ მეგობრებს თანატოლთა წრეში;
-გახდებიან თავდაჯერებულები, სოციალურად აქტიურები და მეტად დამოუკიდებლები;
-ჩამოუყალიბდებათ ცხოვრებისეული სირთულეებისა და წინააღმდეგობების გადალახვის უნარები;
-ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური დამოკიდებულება, როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების
მიმართ.