პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირები არიან: თემური ავანაშვილი-მცხეთის რ/ნ, სოფ. ვაზიანის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ნინო გერაძე-მე-10 კლასის მოსწავლე, თამუნა ოსეფაშვილი- მე-10 კლასის მოსწავლე, ეკატერინე დალაქიშვილი-მე-11 კლასის მოსწავლე.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს სკოლას ამ დრომდე არ მიუღია მსგავს პროექტში მონაწილეობა. პროექტის ორგანიზატორებს გათვლილი გვაქვს სხვადასხვა ტიპის აქტივობები, როგორიცაა:
1. · შეხვედრა სკოლის აუდიტორიასთან-ბუკლეტების დარიგება; (შეხვედრა სკოლის აუდიტორიასთან-მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჩაუტარდებათ მინი ვებინარი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, დაიბეჭდება ბუკლეტები, რომლებიც დარიგება)
2.· ინტერვიუ კერძო პირთან; (ინტერვიუ კერძო პირთან (ექიმი, შსს წარმომადგენელი, სოც. მუშაკი, ფსიქოლოგი, ინტერვიუში განხილული იქნება ყველა ის ფაქტორი, რომელიც თან ერთვის ნაადრევ ქორწინებას)
3. · ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციის/სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლების მიერ; (მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანოდან, ჩატარებული იქნება ტრენინგი სხვადასხვა სახის აქტივობებით, არაუმეტეს 2 საათისა)
4. · თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; (მოსწავლეები დაამყარებენ კავშირს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შექმნიან გარკვეული ტიპის „კოლაბორაციას“, რომელიც დაეხმარებათ მათ სწორი „გეზის“ არჩევაში)
5. · როლური თამაში; (მოსწავლეებს წარედგინებათ როლური თამაში, რომელშიც მონაწილეობას შეასრულებენ ბავშვები, საჭიროინვენტარით, აქსესუარებით და კოსტიუმებით, რაც დაანახებს მაყურებელს ნაადრევი ქორწინების შედეგებს უფრო ნათლად.)
6. · „წიგნის კითხვა“; (მოსწავლეებს მიეცემათ საკითხავი მასალა: წიგნი, სტატია, ჟურნალი და ა.შ, ექნებათ გარკვეული დრო ამის დასამუშავებლად და მათი აზრის დაფიქსირებისა და პრეზენტირებისთვის)
7. · პოსტერების მოომზადება; (მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, მომარაგებული ექნებათ მასალა, რომლის გამოყენებითაც შექმნიან საინტერესო პოსტერებს, თემასთან კავშირში)
8. · წერილის წერის კონკურსი; (გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები წარმოადგენენ თავის ნამუშევრებს მოცემულ თემასთან დაკავშირებით, გამარჯვებულს გადაეცემა წინასწარ გათვლილი ჯილდო)
9. · ანონიმური ინტერვიუ ნაადრევად გათხოვილ ადამიანებთან; (მოსწავლეები მოიძიებენ ნაადრევად გათხოვილ ადამიანებს, რომლებთანაც ჩაწერენ ინტერვიუს. ინტერვიუ წარმოდგენილი იქნება ანონიმურად, იგი ისაუბრებს ნაადრევი ქორწინების ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მორალურ ზიანზე და შედეგზე.)
10. · საბოლოო აქტივობა; (საბოლოო აქტივობისთვის პროექტის ორგანიზატორები შექმნიან პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის განმავლობაში მუშაობის ფოტო/ვიდეო მასალა, ინტერვიუების ჩანაწერები კერძო პირებთან, ორგანოებთან. საბოლოო პრეზენტაციაზე იქნება ალა-ფუშეტი, სახალისო თამაშები და პროექტის შედეგების განხილვა)
ვფიქრობთ, რომ ამ პროექტს ექნება გრძელვადიანი შედეგი, რადგან შეიქმნება მატრეიალური მასალა, რომელის შესახებაც ჩვენი სკოლის თაობები გაიგებენ. მოხდება დატრენინგება, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობების განხორციელება, რომელიც როგორც ინფორმაციული ისე საინტერესო და მეტად სასიამოვნო იქნება მოსწავლეებისა და აუდიტორიისთვის.
შედეგები, რომლებიც შეიძლება ამ ნაადრევი ქორწინების პროექტს მოჰყვეს, მოიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოებრივ დონეზე. პროექტის შედეგად გაძლიერდება გენდერული თანასწორობა, რაც ხელს შეუწყობს გოგონების გაძლიერებას და მათი უფლებების დაცვას. განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, სრულად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ ეკონომიკურად დამოუკიდებლები, რაც შეამცირებს სიღარიბის რისკს ოჯახებში. სამედიცინო კუთხით, შემცირდება ადრეული ორსულობის და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევები, ხოლო ფსიქოლოგიური კეთილდღეობა გაიზრდება, რადგან ახალგაზრდები მიიღებენ გადაწყვეტილებებს საკუთარი სურვილით და არა იძულებით.
ამასთან, საზოგადოებაში იკლებს ტრადიციული სტერეოტიპები, რომლებიც ნაადრევ ქორწინებას ხელს უწყობს, ხოლო სამართლებრივი და საკანონმდებლო სისტემები უფრო ეფექტურად მუშაობენ ამ პრობლემის პრევენციაზე. პროექტის შედეგად შექმნილი საინფორმაციო კამპანიები და მხარდაჭერის ჯგუფები გრძელვადიან პერიოდში გააგრძელებენ ნაადრევი ქორწინების შემთხვევების შემცირებას, რაც უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე მთლიანად საზოგადოებისთვის.
ნაადრევი ქორწინება გლობალური სოციალური პრობლემა და ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ინდივიდზე, ისე მთლიანად საზოგადოებაზე. ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ რეგიონებში, სადაც ტრადიციული ღირებულებები, სიღარიბე და განათლების ნაკლებობა განაპირობებენ ახალგაზრდების, განსაკუთრებით გოგონების, ნაადრევ დაქორწინებას. ნაადრევი ქორწინება ართმევს ბავშვებს უფლებას განათლების, პიროვნული განვითარების და საკუთარი ცხოვრების მართვის შესაძლებლობაზე.
გოგონები, რომლებიც ადრეულ ასაკში ქორწინდებიან, ხშირად აწყდებიან ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ სირთულეებს. ადრეულ ორსულობასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები, ეკონომიკური დამოკიდებულება და პიროვნული თავისუფლების შეზღუდვა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ამასთან, ნაადრევი ქორწინება ამწვავებს გენდერულ უთანასწორობას და ქმნის პრობლემურ ციკლს, სადაც სიღარიბე და განათლების ნაკლებობა კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ეს პრობლემა არა მხოლოდ ინდივიდების, არამედ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების შემაფერხებელია, რადგან ნაადრევი ქორწინებით იზღუდება ახალგაზრდების პოტენციალი, რაც გავლენას ახდენს სოციალურ და ეკონომიკურ წინსვლაზე. პრობლემის გადაჭრა მოითხოვს განათლების ხელშეწყობას, ტრადიციული სტერეოტიპების დარღვევას და საკანონმდებლო რეგულაციების ეფექტიან აღსრულებას.
1. · შეხვედრა სკოლის აუდიტორიასთან-ბუკლეტების დარიგება; (შეხვედრა სკოლის აუდიტორიასთან-მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ჩაუტარდებათ მინი ვებინარი ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, დაიბეჭდება ბუკლეტები, რომლებიც დარიგება)
2.· ინტერვიუ კერძო პირთან; (ინტერვიუ კერძო პირთან (ექიმი, შსს წარმომადგენელი, სოც. მუშაკი, ფსიქოლოგი, ინტერვიუში განხილული იქნება ყველა ის ფაქტორი, რომელიც თან ერთვის ნაადრევ ქორწინებას)
3. · ტრენინგი არასამთავრობო ორგანიზაციის/სხვადასხვა ორგანოს წარმომადგენლების მიერ; (მოწვეულნი იქნებიან წარმომადგენლები სხვადასხვა ორგანოდან, ჩატარებული იქნება ტრენინგი სხვადასხვა სახის აქტივობებით, არაუმეტეს 2 საათისა)
4. · თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; (მოსწავლეები დაამყარებენ კავშირს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, შექმნიან გარკვეული ტიპის „კოლაბორაციას“, რომელიც დაეხმარებათ მათ სწორი „გეზის“ არჩევაში)
5. · როლური თამაში; (მოსწავლეებს წარედგინებათ როლური თამაში, რომელშიც მონაწილეობას შეასრულებენ ბავშვები, საჭიროინვენტარით, აქსესუარებით და კოსტიუმებით, რაც დაანახებს მაყურებელს ნაადრევი ქორწინების შედეგებს უფრო ნათლად.)
6. · „წიგნის კითხვა“; (მოსწავლეებს მიეცემათ საკითხავი მასალა: წიგნი, სტატია, ჟურნალი და ა.შ, ექნებათ გარკვეული დრო ამის დასამუშავებლად და მათი აზრის დაფიქსირებისა და პრეზენტირებისთვის)
7. · პოსტერების მოომზადება; (მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, მომარაგებული ექნებათ მასალა, რომლის გამოყენებითაც შექმნიან საინტერესო პოსტერებს, თემასთან კავშირში)
8. · წერილის წერის კონკურსი; (გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები წარმოადგენენ თავის ნამუშევრებს მოცემულ თემასთან დაკავშირებით, გამარჯვებულს გადაეცემა წინასწარ გათვლილი ჯილდო)
9. · ანონიმური ინტერვიუ ნაადრევად გათხოვილ ადამიანებთან; (მოსწავლეები მოიძიებენ ნაადრევად გათხოვილ ადამიანებს, რომლებთანაც ჩაწერენ ინტერვიუს. ინტერვიუ წარმოდგენილი იქნება ანონიმურად, იგი ისაუბრებს ნაადრევი ქორწინების ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მორალურ ზიანზე და შედეგზე.)
10. · საბოლოო აქტივობა; (საბოლოო აქტივობისთვის პროექტის ორგანიზატორები შექმნიან პრეზენტაციას, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პროექტის განმავლობაში მუშაობის ფოტო/ვიდეო მასალა, ინტერვიუების ჩანაწერები კერძო პირებთან, ორგანოებთან. საბოლოო პრეზენტაციაზე იქნება ალა-ფუშეტი, სახალისო თამაშები და პროექტის შედეგების განხილვა)
პროექტის მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება:
1. თანხა ბუკლეტების დასაბეჭდათ; თარო ბუკლეტების დასადებად;
2.როლური თამაშებისთვის განკუთვნილი აქსესუარები, კოსტიუმები;
3. საკითხავი მასალა (წიგნები, ჟურნალები) "წიგნის კითხვის" აქტივობისთვის;
4. პოსტერების დამზადებისთვის საჭირო მასალა როგორიცაა: ფორმატის ქაღალდები, მარკერები, ფერადი ფანქრები, ფერადი ფურცლები, წებო, მაკრატელი და სხვა საკანცელარიო ნივთი;
5. წერილის წერის კონკურსისთვის საჭირო მასალა: ჯილდოები სამი გამარჯვებულისთვის (პირველ ადგილზე გასულისთვის: ლამინირებული სერთიფიკატი, +მისი ნამუშევრის სკოლის შემოსასვლელში გაკვრა და წიგნები; მეორე ადგილზე გასულისთვის სერთიფიკატი და წიგნები; მესამე ადგილზე გასულისთვის დიპლომი და წიგნები)
6. საბოლოო აქტივობისთვის: თეთრი დიდი საპრეზენტაციო ფურცელი პროექტორისთვის, ალა-ფუშეტი, საინფორმაციო ბუკლეტები;
პროექტის პარტნიორად მოაზრებული გვყავს: Research-Intellectual Club "Dialogue of Generations", ასევე ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაციები;
პრეოქტით სარგენელს მიიღებენ სასკოლო აუდიტორიის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და ის პირები რომლებიც უშუალოდ იქნებიან ჩართულნი პროექტში; სულ: 120;
პედაგოგი:20;
მოსწავლე:100;
(1 არა ქართულენოვანი მოსწავლე)
შესაძლო რისკები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას შესაძლოა იყოს: ინტერნეტის ხარვეზი, ტექნიკური გაუმართაობა. სხვა რისკის ქვეშ არ იმყოფება არჩეული პროექტის განსახორციელებელი ეტაპები;
პროექტის დროს დაწყებულ საქმიანობას გააგრძელებს სამოქალაქო განათლების კლუბი: "ფენიქსი", რომელიც აქტიურად იმშავებს ამ და სხვა თემებზე. კლუბში მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები და მოსწავლეები იქნებიან ჩართულები, რათა საზოგადოების ეს პრობლემა უფრო წინ წამოაყენონ და განახორციელონ უფრო მეტი საინტერესო აქტივობა.
მოგესალმებით,
გახლავართ სსიპ. მცხეთა-მთიანეთის, მცეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. ვაზიანის საჯარო სკოლის წარმომადგენელი. პროექტი "სიყვარული თუ იძულება: ნაადრევი ქორწინების ფსიქოლოგიური შედეგების" ორგანიზატორი.
ვფიქრობ, რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი დიდი ნაბიჯი განვითარებისკენ. ნაადრევი ქორწინება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ ხშირია. ეს პრობლემა არ ეხება მხოლოდ ინდივიდებს, არამედ გავლენას ახდენს მთელ საზოგადოებაზე.
მიმაჩნია, რომ ამ პროექტზე ჩვენი მუშაობა დიდ შედეგს გამოიღებს!
გმადლობთ ყურადღებისთვის.
კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.
თამარ მაისურაძე
დეკემბერი 8, 2024 | 10:39 pmაღნიშნულ პროექტს რეკომენდაციას ვუწევთ დასაფინანსებლად.