პროექტის მიზანია ხაშურის #1 საჯარო სკოლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრთა ინიცირებით ხელი შეეწყოს სკოლის მოსწავლეებსა და ზოგადად თემში სამოხალისეო საქმიანობის გაძლიერებას. პროექტზე მომუშავე ჯგუფი გეგმავს, მოქალაქეებმა უშუალოდ დაინახონ ის დადებითი მხარეები, რაც ახლავს მოხალისეობას, ხოლო სკოლის მოსწავლეებმა უშუალოდ იგრძნონ კლუბის მიერ ინიცირებული და მათი მონაწილეობით განხორციელებული სამოხალისეო საქმიანობით გამოწვეული დადებითი შედეგები. პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამოხალისეო საქმიანობა მიმართული იქნება სკოლის ინფრასტრუქტურისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის მისაღწევად პროექტის პირველ ეტაპზე სასკოლო სამოქალაქო კლუბი პროექტის ფარგლებში გეგმავს განახორციელოს შეხვედრების სერია სამოხალისეო გამოცდილების მნიშვნელობასა და ამ საქმიანობის მსოფლიო გამოცდილების გაცნობის მიზნით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოხალისე ინგლისური ენის პედაგოგის მონაწილეობით; პროექტის მეორე ეტაპზე დაგეგმილია გამწვანება-დასუფთავების აქცია მოსწავლეების, პედაგოგების, მშობლების, თემის და ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით. პროექტის მესამე ეტაპზე გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი მოხალისე მოსწავლეების, მათი მშობლების, პედაგოგების და სკოლის კურსდამთავრებულების მონაწილეობით. კონცერტიდან შემოსული თანხა დაიხარჯება სკოლის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რაც დადებითად იმოქმედებს სწავლის ხარისხზე.
პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება მრგვალი მაგიდის შეხვედრა პროექტის მონაწილე ძირითადი მხარეების მონაწილეობით, სადაც შედეგების შეჯამების შემდეგ დაისახება სამომავლო კონკრეტული სამოხალისეო ინიციატივები.
პროექტით ინიცირებული სამოხალისეო საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან მოსალოდნელ შედეგად ვთვლით მოხალისეობის აქციების გაგრძელებას პროექტის დასრულების შემდეგ.