#17 საჯარო სკოლაში ახლად ჩამოყალიბებულ სამოქალაქო განათლების ახალგაზრდულ კლუბს ესაჭიროება ოთახი, სადაც კლუბის წევრები შეძლებენ სხვადასხვა აქტივობების ორგანიზებულად და ხარისხიანად შესრულებას.
პროექტის მიზანია: სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების სათემო და სასკოლო პრობლემებში აქტიური ჩართულობის, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ხარისხის ამაღლება.
მოსალოდნელი თვისობრივი და რაოდენობრივი შედეგები: პროექტის განხორციელების შემდეგ ამაღლდება მოსწავლეთა მოქალაქეობრივი თვითშეგნება, მოსწავლეებს გაუუმჯობესდებათ აქტიური მოქალაქის უნარჩვევები, ამაღლდება პასუხისმგებლობის, უფლებებისა და მოვალეობის გრძნობები და სუბორდინაციის წესების შესრულების უნარები.
პროექტში ჩართული მონაწილეების (მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები)რაოდენობა მიაღწევს 100.