Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    ზაფხულის სკოლა

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    აღწერა

    პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის საინტერესოდ და ნაყოფიერად გატარებისა და ინტელექტუალური თვითრეალიზების საშუალების მიცემას.
    ამ მიზნის მისაღწევად მოეწყობა საზაფხულო სკოლა. საზაფხულო სკოლაში განიხილება ის საკითხები, რომელსაც სამოქალაქო განათლების კურსი მოიცავს, თუმცა განსხვავებული მიდგომით და ხერხებით. სამოქალაქო განათლების საკითხები იმდენად მრავალფეროვანი და აქტუალურია, რომ პროგრამით გათვლილი მიზერული საათები და სემესტრული სწავლება მთლიანად ვერ ამოწურავს მას. პროექტი საშუალებას იძლევა, ექსპერტთა კომპეტენციითა და საგაკვეთილო ჩარჩოების მოხსნით,გაზარდოს მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა აქტივობებში, იქნება ეს საკუთარი აზრის გამოთქმა და დაცვა, ინფორმაციის მიღება, დისკუსიის მოწყობა თუ სხვა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა: კონკურსები, ვიქტორინები, გამოფენები, ექსკურსია, ლაშქრობა და მრგვალი მაგიდები უფრო სახალისოსა და საინტერესოს გახდის ზაფხულის სკოლის მუშაობას.
    საზაფხულო სკოლის სასწავლო პროცესში შეტანილია ეკოლოგიური საკითხებიც, ეს განაპირობა იაპონიის მიწისძვრისადმი გაჩენილმა ინტერესმა.
    პროექტის განხორციელების შემთხვევაში საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას, გამოიმუშავებენ საჭირო უნარ–ჩვევებს, გაიღრმავებენ ცოდნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა უფლებები, ეკოლოგია. ასევე თავისუფალ დროს გაატარებენ შინაარსიანად და ეფექტურად. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს სიღრმისეულად ჩაწვდნენ მოქალაქის უფლება–მოვალეობებს, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ ადამიანურ ღირებულებებზე, როგორიცაა: ულებების პატივისცემა, ღირსება, თანაგრძნობა, სამშობლოს სიყვარული, კანონის პატივისცემა, გარემოს დაცვა და გაფრთხილება. ცხოვრების ჯანსარი წესის დამკვიდრება. იცოდნენ როგორ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას. რა მავნე ზეგავლენას იწვევს ნიკოტონის, ნარკოტიკის, ალკოჰოლის მიღება. რა პრობლემები მოაქვს ნაადრევ ქორწინებას. რას ნიშნავს სამი თაობა ოჯახში. სად ირღვევა ყველაზე ძალიან ადამიანის, ბავშვის უფლებები. გაიმართება დისკუსიები თემებზე: "ქალიშვილობის ინსტიტუტი", მე უფლება მაქვს, მე მოვალე ვარ" , "ძალადობა ეკრანიდან" და სხვა. ასევე დისკუსიები გაიმართება სპექტაკლების ნახვის შემდეგ. ეს სპექტაკლებიც შექმნილია ძალადობის თემაზე.
    პროექტში ძირითად გაწევრიანდებიან ის მოსწავლეები, რომლებთაც ნაკლებად აქვთ საშუალება რაიონიდან გავიდნენ და დაისვენონ, ამიტომაც სკოლამ თავის საქმიანობაში შეიტანა გართობისა და დასვენების ელემენტები.

    მდებარეობა რუკაზე
    +−
    +−
    Leaflet | © OpenStreetMap contributors
    • Ozurgeti

      მიმართულება
    გრანტი
    პროგრამა „მომავლის თაობა“ იანვრის 2015 წლის საგრანტო კონკურსი
    დონორი
    USAID
    ინფორმაცია
    • ავტორი
      qetevan qadieshvili
    • ქალაქი
      ოზურგეთი
    • პროექტის ბიუჯეტი
      450 $

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ბავშვი ცოლი არ არის

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    ,,გაბედნიერება თუ საკუთრი შვილისთვის გამოტანილი განაჩენი“

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID

    "უკეთესი მომავალი"

    გრანტი: პროგრამა „მომავლის თაობა“ სექტემბრის 2016 წლის საგრანტო კონკურსი
    USAID
    USAID
    • ka Georgian▼
      en Englishka Georgiande Germanit Italianes Spanishuk Ukrainian

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...