პროექტის მიზანია გურიის ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერებისა და აქტიურობის გაზრდა. ამის მიზნით პროექტის ფარგლებში ლანჩხუთის #2 საჯარო სკოლაშ დაარსდება რადიოკვანძი, რომელიც სკოლის სამოქალაქო კლუბის საქმიანობებს ფართოდ გაავრცელებს. სკოლა საზოგადოების მინი–მოდელია, მისი დანიშნულებაა აღზარდოს პიროვნება, რომელშიც შერწყმული იქნება ცოდნა, უნარ–ჩვევები და სწორი განწყობა–დამოკიდებულება საკაცობრიო ფასეულობებისადმი.