პროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვთა ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მოხდება დიდუბის რაიონში მდებარე რომელიმე სკვერის ასეთი ბავშვებისათვის ადაფტირება. პროექტის ფარგლებში ჩაერთვება დიდუბე-ჩუღურეთის გამგეობა, მაკლეინის ორგანიზაცია, ჩატარდება ტრენინგი შშმ ბავშვების უფლებებზე და მომზადდება და გავრცელდება ბუკლეტები.