პროექტის მიზანია მდინარე ოცხეს ხეობის 5 სოფლის მოსახლეობის გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების დონის ამაღლება. მოსწავლეები ჩაატარებენ არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევას, შეხვდებიან გარემოს დაცვის სპეციალისტებს და გაივლიან ტრენინგს, შეხვდებიან ადგ. თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლებს ინფორმაციის გაშუქებისა და მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, მოაწყობენ ფოტომასალის გამოფენას, დასუფთავების აქციას, გაავრცელებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და დადგავენ დანაგვიანების ამკრძალავ ბანერს. მოსწავლეების მიერ შექმნილი ეკო. პატრული პერიოდულად გააკონტროლებს ურნებს და ნაგავსაყრელებს.