ჯანსაღი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი გენმოდიფიცირებული საკვების წინააღმდეგ


ლაბაძე ქეთევან , ს.ს.ი.პ. ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლა
ჭიათურა
2019-07-02
2019-10-02
პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიწვევენ ექიმს, რომელიც მათ მიაწვდის ინფორმაციას "გენმო" პროდუქტების მავნებლობის შესახებ, შეხვდებიან სურსათის უვნებლობის სააგენტოს წარმომადგენლებს, კვლევის შედეგად დადგინდება 3 ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტი, განისაზღვრება მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მოეწყობა დისკუსია. ასევე მოსწავლეები სოფლის მაღაზიებში მოიკვლევენ პროდუქტის შენახვის პირობებს და ვარგისიანობის შესახებ ინფორმაციას. მოსწავლეები საზოგადოებას მიაწვდიან ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიქცნენ მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში. პარალელურად ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები, შეხვედრა სპორტსმენთან, ჯანსაღი კვების მნიშვნელობაზე მომზადდება ბუკლეტები და კედლის გაზეთი და ჩატარდება პროექტის შემდგომი გამოკითხვა. სპორტულ ღონისძიებებს კი ყოველწლიურად დამკვიდრდება.
3 თვე
450 დოლარი
68