მიზანი:
პროექტის მიზანია ქ.ქუთაისის 33–ე საჯარო სკოლაში სოციალურად დაუცველი მოსწავლეთა ინტერესების დაცვა და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში. საპროექტო მიზნების მისაღწევად მუშაობა წარიმართება განათლების და ინფორმირების მიმართულებით, რაც თავის მხრივ გამოიწვევს სოციალურად დაუცველი მოსწავლეების გააქტიურებას და მათ ჩართვას სხვადასხვა სახის ღონისძიებებში და პროგრამებში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებო და გასართობი ღონისძიებები რომელიც მოიცავს:
1) სოციალურად დაუცველი ბავშვების შესახებ სტატისტიკური ინფორმაიცების შეგროვებას
2) ტრენინგ–სემინარის ჩატარებას აქტიური მოქალაქეობის და ლიდერობის საკითხებზე
3) საქველმოქმედო აქციის გამართვას
4) გამოფენების, თეატრალური წარმოდგენების ორგანიზებას
ზემოთ აღნიშნული მიზნების განხორციელება შესაძლებელს გახდის სოციალურად დაუცველი მოზარდები აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა სახის აქტივობებში, მოახდინონ თავიანთი იდეების დანერგვა, გამოიმუშავონ ახალი უნარ–ჩვევები და დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი და როლი საზოგადოებაში.