პროექტის მიზანია მოსწავლეებში და საერთოდ მოსახლეობაში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამისათვის განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა. პირველ რიგში სკოლის ტერიტორიაზე გამოიყოფა სათანადო ადგილი, სადაც მოეწყობა პროექტით გათვალისწინებული გარემო. კერძოდ, აშენდება გარე ტრენაჟორები, სავარჯიშო მოწყობილობები, ყველაფერი ეს იქნება სკოლის კალათბურთისა და ფეხბურთის გარე მოედნებთან სიახლოვეს, იქვე იქნება სკოლის სარბენი ბილიკი. მოსწავლეები გაკვეთილების შემდეგ და არდადეგების პერიოდში შეძლებენ ვარჯიშს, თამაშს. არ მიეჩვევიან ან დაივიწყებენ სიზარმაცეს და ცხოვრების სხვა მავნე ჩვევებს, მისცემენ მაგალითს თანატოლებს, მოსახლეობას და ამ საქმიანობაში ჩართავენ ყველას. პროექტის მონაწილეები გადაღებულ სურათებს და ვიდეოკლიპებს ატვირთავენ სოციალურ ქსელებში და მსგავსი საქციელისკენ უბიძგებენ თანამოქალაქეებს. პროექტის კონსულტანტი - გიორგი მეტრეველი, რომელიც სასკოლო ასკში დაეუფლა მსოფლიოსა და ევროპის უმაღლეს ტიტულებს მისცემს სათანადო რჩევებს პროექტის განხორციელებისას.