Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    პროგრამა „მომავლის თაობა“ აპრილის 2015 წლის საგრანტო კონკურსი

    • განაცხადის შევსება
    • გრანტებზე დაბრუნება
    • პროფილი
    • პროექტები
    • prev
    • next
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    საგრანტო კონკურსის შესახებ

    თუ თქვენ, თქვენს სკოლას, მოსწავლეს აქვს იდეა განახორციელოს მცირე საგრანტო პროექტი და ამისათვის უკვე გაქვთ გარკვეული რესურსი და იდეის პროექტად განვითარებისთვის ეძებთ დამატებით დაფინანსებას, თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მცირე გრანტების კონკურსში. ჩვენ ვაფინანსებთ განსაკუთრებულ და შემოქმედებით ინიციატივებს (პროექტებს), რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას სასკოლო გარემოს გაუმჯობესების საკითხებში ქვეყნის მასშტაბით. მცირე გრანტების კონკურსის მნიშვნელოვანი ნაწილი თანამონაწილეობაა. ჩვენ დავაფინანსებთ პროექტის მთლიანი ღირებულების 30%, რაც არ უნდა აღემატებოდეს 450 აშშ დოლარს, ხოლო დანარჩენი რესურსი, პროექტის მთლიანი ღირებულების 70% წარმოდეგნილი უნდა იყოს თანამონაწილეობით.

     

    საგრანტო კონკურსის მიზანი

    მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ისეთი საპროექტო განაცხადები, რომლებიც მოიცავს მოსწავლეების ჩართულობას სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესების საკითხში. ეს იქნება ინფრასტრუქტურის, ტექნიკურ მატერიალური ბაზის თუ სკოლაში არსებული სხვა სახის პრობლემების მოგვარების გზით.

     

    საგრანტო კონკურსის პრიორიტეტი

    წარმოდგენილი პროექტი უნდა უზრუნველყოფდეს სკოლის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას. იფიქრეთ და იმსჯელეთ თქვენს მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, მოამზადეთ საპროექტო დოკუმენტები, შეასრულეთ სააპლიკაციო ფორმის მიერ მოთხოვნილი ყველა აუცილებელი პირობა რათა მოიპოვოთ დაფინანსება და განახორციელოთ  ყველაზე შემოქმედებითი სასკოლო პროექტი. საგრანტო განაცხადების განხილვისას პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებიც მოიცავს პედაგოგებისა და მოსწავლეთა მონაწილეობას სკოლისათვის აქტუალური პრობლემების მოგვარებაში.

    საგრანტო კონკურსის წინაპირობა

    დაფინანსების მისაღებად მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოების  „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“, (IX კლასისათვის), „თანამშრომლობა საზოგადოებრივი სარგებლისათვის“ (X კლასისათვის)  მიმდინარე აკადემიურ წელს პედაგოგის მიერ სასწავლო პროცესში გამოყენება. კერძოდ, პედაგოგს ჩატარებული უნდა ჰქონდეს ორივე დამხმარე სახელმძღვანელოდან 4 – 4 გაკვეთილი IX და X კლასებში. აღნიშნული სახელმძღვანელოები მოსწავლეთა რაოდენობების გათვალისწინებით უსასყიდლოდ გადაეცა პროგრამის „მომავლის თაობა“ პარტნიორ 480 სკოლას.

     

    ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

    მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროგრამაში მომავლის თაობა  ჩართული პარტნიორი სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებს. პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს სამოქალაქო განათლების პედაგოგის მიერ, მაგრამ უნდა უზრუნველყოფდეს მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.  იხილეთ იმ სკოლების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ამ ეტაპზე მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ქვეყნის მასშტაბით.

     

    კონსულტაციები

    დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაციები მცირე გრანტების განაცხადების შემუშავებასთან დაკავშირებით. კონსულტაციისათვის დაუკავშირდით პროგრამის რეგიონულ პარტნიორ ორგანიზაციას. ორგანიზაციების ჩამონათვალისა და საკონტაქტო ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული ...

     

    გრანტის პირობები

    გრანტით დაფინანსდება პროექტი, არაუმეტეს 450 აშშ დოლარის ექვივალენტისა ლარში.
    სავალდებულო თანამონაწილეობა: საგრანტო კონკურსის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა თანადაფინანსება/თანამონაწილეობა. ეს პირობა შეიძლება სხვადასხვა სახით  წარმოადგინოთ. დეტალური ინფორმაციისთვის ჩამოტვირთეთ და ამობეჭდეთ მცირე საგრანტო კონკურსის პირობები და მონაწილეობის მოთხოვნები.
    მცირე გრანტების კონკურსის ფარგლებში პროგრამა მომავლის თაობა არ დააფინანსებს ხელფასებსა და ჰონორარებს. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაშია შესაძლებელი მოწვეული სპეციალისტების ჰონორარების დაფინანსება.

    სააპლიკაციო ფორმის შევსება

    საგრანტო პროექტები ივსება ონლაინ სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, რომელში შესვლაც შეგიძლიათ მარჯვენა ზედა კუთხეში განთავსებული „აპლიკაციის შევსების“ ღილაკზე დაწკაპუნებით. თითოეულმა მონაწილემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია ჩვენს მონაცემთა ბაზაში და შეავსოს ონლაინ სააპლიკაციო ფორმა "დაიწყე აპლიკაციის შევსება" ღილაკის დაჭერის საშუალებით. თუ გსურთ, დარეგისტრირების გარეშე წინასწარ გაეცნოთ სააპლიკაციო ფორმას, ჩამოტვირთეთ აპლიკაციის ნიმუში.  თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ნიმუში ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შევსებამდე მოსამზადებლად.
    საგრანტო სააპლიკაციო ფორმას თან ერთვის ოთხი აცილებელი დოკუმენტი. ქვემოთ მოცემულია მათი ჩამონათვალი და სპეციალურად მომზადებული ფორმები, რომლებიც უნდა ჩამოტვირთოთ და შევსებული ფორმა ატვირთოთ თქვენს განაცხადთან ერთად:
    1. პროექტის განხორციელების  გეგმა
    2. პროექტის ბიუჯეტი
    3. თანამონაწილეობის დოკუმენტი
    4. სკოლის ადმინისტრაციის წერილი

    მას შემდეგ, რაც შეავასებთ სააპლიკაციო ფორმას და ატვირთავთ ყველა მოთხოვნილ დოკუმენტს ონლაინ, თქვენს მიერ  სპეციალურ ღილაკზე დაჭერით, განაცხადი გადაიგზავნება კომისიასთან შესაფასებლად. პროექტს განიხილავს და დაამტკიცებს  მცირე გრანტების კომისია.

    საგრანტო აპლიკაციების მიღების დასრულებამდე დარჩა
    • 00

      დღე
    • 00

      საათი
    • 00

      წუთი
    დონორი
    USAID
    დეტალები
    • საგრანტო კონკურსის დაწყების თარიღი
      2015-04-22
    • საგრანტო აპლიკაციების შემოტანის ბოლო ვადა
      2015-05-24
    სტატისტიკა
    • დაშვებული აპლიკაციების რაოდენობა
      შეუზღუდავი
    • გამარჯვებული აპლიკაციები საგრანტო კონკურსის ფარგლებში
      335
    • სულ გაცემული თანხის ჯამი
      165383$
    საკონკურსო თემა
    • USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნოლოგიური ტრენინგის კურსდამთავრებულთა ინიციატივები
    • ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა სამოქალაქო განათლებაში
    • კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის პრევენცია სასკოლო საზოგადოების ჩართულობით
    • ციფრული მოქალაქეობის დანერგვის ხელშეწყობა სკოლებში
    • მშობელთა, როგორც სასკოლო საზოგადოების წევრთა, ციფრული ცნობიერების ამაღლება
    • სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა თვითმმარველობის გაძლიერება სკოლაში
    • სამოქალაქო განათლების სხვა საგნებთან ინტეგრირებული პროექტები
    • ახალგაზრდების მიერ ადგილობრივი პრობლემების მოგვარება სხვადასხვა მხარესთან თანამშრომლობით (ადგილობრივი თვითმმართველობა, მედია, და ა
    • სკოლასა და საზოგადოებაში არსებული პრობლემების მოგვარება კერძო სექტორთან თანამშრომლობით
    • პროფესიული ორიენტაციიის ხელშეწყობა მოსწავლეებში
    • ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი პრობლემების ადვოკატირება მოსწავლეთა მიერ, მათ შორის დაცული ტერიტორიების მხარდაჭერა, მოსწავლეთა ინიციატივები კლიმატის ცვლილებების შესახებ და სხვა
    • დეზინფორმაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მასთან ბრძოლა
    • დემოკრატიის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ (მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე და სხვა)
    • ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა
    • უმცირესობათა უფლებები და მათი ინტეგრაცია
    • გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • ახალგაზრდების ინიციატივები ძალადობის წინააღმდეგ (ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა და ა
    • ადრეული ქორწინების პრევენცია
    • ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტების ხელშეწყობა (სოციალური მეწარმეობის განვითარება მოსწავლეთა მიერ)
    • თანატოლთა შორის ძალადობის პრევენცია მოსწავლეების მიერ
    • ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • მოსწავლეთა ინიციატივები ტრეფიკინგის პრევენციისთვის
    • საგანგებო სიტუაციების მართვისა და პირველადი დახმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • შრომის უსაფრთხოებისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
    • საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობა მოსწავლეთა მიერ
    • სოფლის/ქალაქის ისტორიის, ტრადიციების, კულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა
    • მოსწავლეთა ინიციატივები სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის
    • სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა
    • სურსათის უვნებლობაზე ცნობიერების ამაღლება
    • საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება სხვადასხვა დაავადებისა და მათი პრევენციის შესახებ (აივ ინფექცია, შიდსი, დიაბეტი, ჰეპატიტი და ა
    IDS
    410 390

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    პროგრამა „მომავლის თაობა“ დეკემბრის 2014 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2014-12-01 - 2015-02-01
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2023 წლის საგრანტო კონკურსი

    • 2023-08-24 - 2023-10-27
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის 2022 წლის ოქტომბრის საგრანტო კონკურსი

    • 2022-10-10 - 2022-11-13
    USAID
    USAID
    • სწრაფი ნახვა
    • რჩეულებში დამატება

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...