პროექტის დასაწყისში მოხდება ქ. ჭიათურაში არსებული #12 საჯარო სკოლა-ინტერნატში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უნარებისა და შესაძლებლობების დადგენა, რომ შემდგომში ისინი ჩაერთონ სამოქალაქო კლუბ "ორთოდოქსების" წევრების თაოსნობით გამართულ შესაბამის ღონისძიებებში. ეს ღონისძიებები მოიცავს მათთან ერთად შემოქმედებითი საღამოს მოწყობას, ხელნაკეთი ნივთების ერთად შექმნასა და გამოფენას,სამოქალაქო კლუბისა და სკოლაში არსებული წიგნის კლუბის ეგიდით ჩატარებულ ღონისძიებებში ამ ბავშვების ჩართვას, მხიარული სტარტების მოწყობას სკოლის მოსწავლეებისა და შშმ ბავშვების ერთობლივი მონაწილეობით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინტეგრაციას საზოგადაოებაში, რომ ისინი არ იქნებიან პასიური მსმენელნი და იქნებიან მონაწილენი ყველა ამ აქტივობისა და გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს აუდიტორიის წინაშე, მოახერხებენ თავიანთი უნარებისა შესაძებლობების განვითარებას. ამის შედეგად პროექტში ჩართულ მოსწავლეებს გაუჩნდებათ ემპათია შშმ ბავშვების მიმართ და ტოლერანტობის სურვილი, იგძნობენ მოქალაქეობრივ ვალს მათ წინაშე და იზრუნებენ, რაც შეიძლება მეტი ადამინი ჩართონ ასეთი ბავშვების დახმარებისა და საზოგადოებასთნ ინტეგრაციის პროცესში.