პროექტის მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ გარემოს დაცვისადმი პასუხისმგებლობა, ადგილობრივ გარემოზე ზრუნვის უნარი, ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გამოცდილება.
პროექტის შედეგად გაიწმინდება სოფლის ცენტრალური სანიაღვრე არხები და ტროტუარები, რაც შესაძლებლობას მისცემს მოსახლეობას უსაფრთხოდ გადაადგილდეს. დასახელებულ აქტივობას განახორციელებენ სკოლის მოსწავლეები, მათი მზშობლები, ადგილობრივი მოსახლეობა(თემი). ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ აქტივობებში.
მოსახლეობა იქნება ინფორმირებული, გარემოს დანაგვიანების შემთხვევაში სხვადასხვა სანქციების შესახებ. მოსწავლეებს ეცოდინებათ, ვის მიმართონ გარემოს დაცვის საკითხებზე თანამშრომლობისთვის. პროექტში ჩართული ახალგაზრდები აიმაღლებენ მოქალაქეობრივი ცნობიერების და პასუხისმგებლობის დონეს.