პროექტის მიზანია, სკოლაში მოეწყოს თანამედროვედ აღჭურვილი სამოქალაქო განათლების კაბინეტი, რომლის გამოყენებით წარიმართება აქტიური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი.
მოსალოდნელი შედეგები: სკოლაში მოეწყობა თანამედროვედ აღჭურვილი სამოქალაქო განათლების კაბინეტი, რომელის გამოყენებაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მისცემთ შესაძლებლობას სხვადასხვა მრავალფეროვანი რესურსების გამოყენებით გააუმჯობესონ სწავლა–სწავლების შედეგები.
გაუმჯობესდება სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხი, გაიზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და მოტივაცია. მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება. IX-X კლასებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ჩატარდება ამ კაბინეტში, სადაც ასევე მოეწყობა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებები, შეხვედრები წარმატებულ ადამიანებთან, კომპეტენტურ პირებთან, მოეწყობა პრეზენტაციები და კონფერენციები, სხვადასხვა ღონისძიებები. კაბინეტს ასევე გამოიყენებენ სკოლის სხვასაგნის პედაგოგები და მოსწავლეები.
პროექტი განხორციელდება 1 თვის განმავლობაში.სკოლის დირექციის პედაგოგების, მე–9 და მე–10 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით ასევე ბიზნეს სექტორის, მშობელთა და მედიის მხარდაჭერით.