აღნიშნული პროექტი ემსახურება იმას, რომ სკოლის ბიბლიოთეკამ როგორც პედაგოგებს, ისე სკოლის მოსწავლეებს შესთვაზოს მაღალი ხარისხის მომსახურება, კერძოდ ის გარემო, სადაც სამოქალაქო განათლების პედაგოგი და მოსწავლეები, აღნიშნული რესურსების გამოყენებით შეძლებენ სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარებას, მისცემს საშუალებას სამოქალაქო სწავლების მოტივაციის ამაღლებასა და უკეთესი შედეგების გამოვლინებას. კერძოდ გაიმართება: ლიტერატურული საღამოები და დისკუსიები, სამეცნიერო-შემოქმედებითი კონფერენციები, პრეზენტაციები, ტრენინგ კურსები და ა.შ.
მაგ:სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სკოლის IX-X კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკაში ჩაატარებენ შემოქმედებით საღამოებს, კონფერენციებს, წიგნების პრეზენტაციებს და სხვადასხვა სახის აქტივობებს, რომლებშიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, აღსაზრდელები და მოწვეული სტუმრები. რის საფუძველზეც მოსწავლეებში გაიზრდება მოტივაცია სამოქალაქო განათლების სწავლებისა და რეალურად ცხოვრებაში ამ ცოდნის გამოყენებისა. ასევე განივითარებენ თანამშრომლობის, კვლევის, სოციალური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევბს.