პროექტის მიზანი: თემის ცნობიერების ამაღლება ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით.
მოსალოდნელი შედეგები: თემში ამაღლდება ცნობიერების დონე. ნოემბრის თვის დასაწყისიდან დეკემბრის დასასრულამდე დავამთავრებთ პროექტის განხორციელებას.
IX-კლასის მიერ დისკუსიის მოწყობა სკოლაში. თემაზე "ნაადრევი ქორწინება", ვასწრებთ VIII-IX-X- XI კლასის მოსწავლეებს.
IX კლასი მოსწანლეების: ნაიდა მაგარამოვის, ელსუნ ალიევის მიერ ვიდეორგოლის ჩვენება, რომელსაც დაესწრება სკოლის ადმინისტრაცია. ჩვენების შემდეგ გაიმართება განხილვა.
IX- კლასის მოსწავლეების და მოხალისეების (VIIIკლ) მიერ ინტერვიუს აღება სოციალურ მუშაკისგან, ფსიქოლოგისგან.
XI-XII კლასის ჩართულობით და IX- კლასის მოსწავლეების აქტიურობით სკოლაში ვიწვეწვთ იმ ქალბატონებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ნაადრევი გათხოვების სუსხი მშობლების ზეწოლით, რომლებიც შვილებით აღმოჩნდნენ ქუჩაში, არ აქვთ პროფესია და მძიმე ფიზიკური შრომის ფასად ძლივს ახერხებენ შვილების გაზრდას და გამოკვებას. ისინი ურჩევენ არ გაყვნენ აზერბაიჯანელებისთვის დამღუპველ მიღებულ ტრადიციებს, ისწავლონ, გახდნენ სრულფასოვნები, დაეუფლონ ქართულ ენას, რათა ჰქონდეთ სამსახურ, იმუშაონ, მიწის მუშებად არ გაზარდონ შვილები.
VIII კლასის მოხალისე მოსწავლეთა ჩართულობით, .IX კლასის ინიციატივით სარეკლამო აფიშების გაკვრა უფლებადამცველთან და ექიმთან შესახვედრად.
IX კლასის ინიციატივით შეხვედრა უფლებადამცველთან
საპროექტო მასალების მომზადება შემაჯამებელ კონფერენციაზე წარსადგენად.
შემაჯამებელი კონფერენცია. კონფერენციას აქვს გეგმა საფეხურების მიხედვით,დაწყებული დისკუსიით, დამთავრებული სპექტაკლით, რომელსაც ესწრებიან (VIII-IX-X-XI-XII) კლასის მოსწავლეები, მშობლები, თემის წევრები, სკოლის აზერბაიჯანელი და ქართველი პედაგოგები. ხორციელდება IX კლასის ინიციატივით.
კონფერენციის დასასრულს ჩართული VIIIკლასის მოსწავლეები მოხალისეები: ზოსრა ბაირამოვა, ლამია გუსეინოვა დგამენ 15 წუთიან სპექტაკლს თემაზე „ნაადრევი ქორწინება.“