სოფელ ხოფურში წლების განმავლობაში მოედინება ბუნებრივად მინერალური წყალი, რომელიც ჯერ არავის გამოუკველევია, თუმცა მოსახლეობა იყენებს მას სამკურნალოდ და დიდი ნაწილი არის კმაყოფილი. მინერალური წყალი საჭიროებს გამოკვლევას, ვინაიდან მოსახლეობა მას მოიხმარს დიდი რაოდენობით, გამოსაკვლევია მისი შემადგენლობა სამედიცინო თვალსაზრისით.
პროექტის ფარგლებში მოწეყობა შეხვედრები მოსახლეობასთან, გაკეთდება ინტერვიუები იმ ადამიანებთან, რომლებსაც სამკურნალო დანიშნულებით გამოუყენებია მინერალური წყალი. ჩატარდება ტრენინგები და შეხვედრები.
პროექტის ბოლოს მინერალურ წყალთან ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით დაიდგმება ბანერი. ასევე
პროექტის მიმდინარეობისას სამოქალაქო კლუბის წევრები დაიწყებენ ადვოკატირებას და თანამშრომლობას სურსათისა და უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ლენტეხის რაიონის ხელმძღვანელთან,რათა მისი თანდასწრებით მოხდეს მინერალური წყლის სინჯს აღება და გადაგზავნა შესაბამის ლაბორატორიაში, მინერალური წყლის შემადგენლობის და ვარგისიანობის დასადგენად.