- სკოლაში მოეწყოს ფრენბურთის მინი- მოედანი
- მოსწავლე-ახალგაზდობა აქტიურად ჩაებას სასარგებლო საქმიანობაში
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პოულარიზაცია
- თეორიული ცოდნის მიღება ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;
- დაკავდნენ სპორტით და ჩატარდეს სპორტის გაკვეთილები;
- იფუნქციონიროს ფრენბურთის სექციამ
სკოლის დირექტორი, ვარლამ თაგოშვილი გამოყოფს ფრენბურთისთვის საჭირო ფართს, კომფერენციისთვის დაუთმობს საკონფერენციო დარბაზს, საკუთარი ტრანსპორტით ჩამოიტანს სამშენებლო მასალას.
სამოქალაქო განათლების კლუბ "იარონ.."-ის კურატორი ელენე გრიგორიადისი სთხოვს სოფლის რწმუნებულს ფრენბურთის მოედნისათვის მოასწოროს მიწა სკოლის ტერიტორიაზე 2015 წლის თებერვლის პირველ გეკადაში.
სპორტის პედაგოგი უშუალოდ უხელმძღვანელებს ფრენბურთის მოედნის მოწყობის პროცესს, სამკილომეტრიანი მარათონის მომწყობ კომიტეტთან და ველორბოლის მომწყობ კომიტეტთან ითანამშრომლებს სათანადო დებულების შესაქმნელად და უშუალოდ ღონისძიებების ჩასატარებლად.