პროექტის ფარგლებში სკოლაში შეიქმნება მინი სასკოლო ბიბლიოთეკა რომელიც შეივსება მხატვრული,სამეცნიერო,მემუარული ლიტერატურით,რაც აამაღლებს მოსწავლეებში წიგნიერებისა და ცოდნის დონეს,გაზრდის მათ თვალსაწიერს, ბიბლიოთეკის ხშირი გამოყენება ჩამოუყალიბებთ მათ მაღალ მოქალაქეობრივ შეგნებას,კულტურასა და გემოვნებას.პერიოდულად მოეწყობა წაკითხული წიგნების განხილვა,ლიტერატურული საღამოები,პოეტური შედევრების,პუბლიცისტური წერილების საჯარო განხილვა .მოსწავლეების გაუზიარებენ ერთმანეთს წიგნით მიღებულ შთაბეჭდილებებს. ჩატარდება ტრენინგები წიგნისა და განათლების მნიშვნელობაზე.ჩამოყალიბდება მკითხველთა კლუბი ,მოვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს, აქციებს.ყველა აქტივობაში ცავრთავთ შშმ თანატოლებს და დავეხმარებით მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში.
სწორედ ეს ხელს შეუწყობს თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას,რაც განავითარებს მოზარდებში ემპათიურ უნარებს.
ბიბლიოთეკისთვის საჭირო ფართი და თაროები სკოლის დირექციამ უკვე გამოყო.