პროექტის მიზანია მეფუტკრეობის აღორძინება და მოვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა სამრეწველო მეფუტკრეობაში. მოსწავლეები ისწავლიან ფუტკრის მოვლას თეორიულად და პრაქტიკულად. განახორციელებენ პროექტებს, გამოუმუშავდებათ კვლევითი უნარ-ჩვევები. გაეცნობიან საბაზრო ეკონომიკას,პროექტის განხორციელებისას ისინი მიიღებენ პროდუქციას რომელიც გარკვეულ შემოსავალს მისცემს სკოლას.