საგანმანათლებლო სისტემაში თითქმის ყველა სკოლა აქტიურად იყენებს ისტ-ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.
ჩვენი მიზანია სწავლების პროცესის ხელშეწყობა და გაუმჯობესება კომპიუტერის დახმარებით. კომპიუტერი ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესის ეფექტიანობას, თანამედროვე მეთოდების დანერგვას, როგორიც არის მაგალითად პროექტზე დაფუძვნებული სწავლება, ინტეგრირებული გაკვეთილები, ჯგუფური დავალებები.
სასწავლო პროცესში ლეფტოპის გამოყენების მიზნებია: აამაღლოს სწავლების ხარისხი, გახადოს ის მოსწავლე უფრო მეტად ორიენტირებული. გააუმჯობესოს თანამშრომლობა როგორც მოსწავლეებში,ასევე მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. აამაღლოს მტივაცია.
მოსწავლეებს შეეძლებათ ლეფტოპის დახმარებით მომაზადონ ნებისმიერი პროექტი. მოსწავლეებს შეეძლებათ, რომ ეს პროექტი პრეზენტაციის სახით წარუდგინონ ფართო აუდიტორიას, დაამზადონ მოსაწვევები, საპრეზენტაციოდ მოაწყონ დარბაზი, სლაიდების, ვიდეოფილმების გამოყენებით წარმოადგინონ ნამუშევრები.
ბავშვებს განუვითარდებათ კომპიუტერთან მუშაობის უნარი,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი, აუმაღლდებათ სწავლის მოტივაცია
პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდება ღონისძიება ნაადრევი ქორწინების თემაზე: მოსწავლეები გადაიღებენ ფილმს და აჩვენებენ მოსწავლეებს, მასწავლებლებს და თემის წევრებს. მოეწყობა ჩვენება და დისკუსია.
ასევე, მოეწყობა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ,ილია ჭავჭავაძე' .სასკოლო ჩვენება და განხილვა;
ასევე, ჩატარდება საჩვენებელი ღია გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში თანამედროვე ტექნიკის და მეთოდების გამოყებენით.