პროექტის მიზანი:
–სპეციალური საგანმანათლებლო საჭოროების მქონე ბავშვთა აქტიური ჩართვა და ინტეგრაცია სკოლის საზოგადოებაში
–სპეციალური საგანმანათლებლო საჭოროების მქონე ბავშვებისათვის სკოლაში ადაპტირებული გარემოს მოწყობა და მათი სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
მოსალოდნელი შედეგები:
–პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სსსმ ბავშვებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას,
– სწავლებისათვის შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფას
–მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.
–სსსმ ბავშვთა მიმართ გაიზრდება თემისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დონე.
პროექტის განხორციელების პერიოდში სკოლაში მოეწყობა სსსმ მოსწავლეთათვის ადაპტირებული გარემო, სკოლაში გაკეთდება პანდუსი, რომელიც იქნება სკოლის წვლილი პროექტის განხორციელებაში, მოეწყობა ინკლუზიური განათლების რესურს–ოთახი, რომლის კოსმეტიკურ რემონტს უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლები. გრანტით შეძენილი იქნება სპეციალური ავეჯი და რესურსები. დამხმარე ადაპტირებულ ლიტერატურას, პროექტის ფარგლებში შეიძენს სკოლის კურსდამთავრებული პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. მოეწყობა საინფორმაციო კამპანია სსსმ და შშმ პირთა შესახებ თემისა და სკოლის საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.