პროექტის მიზანია სკოლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ეტლით მოსარგებლე პირებზე მორგება.
პროექტის მიზნის მისაღწევად სკოლის შენობას გაუკეთდება პანდუსი, ასევე პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები აწარმოებენ თემში ადვოკატირების კამპანიას, რათა ამაღლდეს ცნობიერება და სოფლად მოქმედმა სხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებებმაც იზრუნონ პანდუსების მოწყობასა თუ სხვა საჭირო სტანდარტების დაკმაყოფილებაზე.