პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირების საზოგადოებასთან დაახლოვებას და ინტეგრაციას, მათთან თანამშრომლობას,სხვადასხვა მხარეების ჩართულობას,
დახმარებას საკუთარი მნიშვნელობის გასაცნობიერებლად. რაც საშუალებას მისცემს ყველა მხარეს აღიჭურვონ შესაბამისი უნარ-ჩვევებით, რომელიც დაეხმარებათ როგორც ამ ეტაპზე, ისე სამომავლოდ. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ სკოლის დირექცია, ტექ.პერსონალი, კლუბის მეურვე, კლუბის წევრი მოსწავლეები, "კავშირი ნაფარეული"სპეც მასწავლებელი, ხელოსანი, მძღოლი, სანერგე მეურნეობის დირექტორი.
პროექტის შედეგად მოეწყობა რესურს ოთახი შშმ პირებისთვის, რომლითაც ასევე ისარგებლებენ სკოლის სხვა მოსწავლეებიც, დაიგეგმება ერთობლივი აქტივობები მასწავლებლების დახმარებით, მოხდება მათი დამეგობრება, სკოლის ეზოში ვგეგმავთ ამ ბავშვების სახელობითი ხეების დარგვას, რომლის მოვლა -პატრონობაზე ყველა ერთად ვიზრუნებთ.