პროექტის მიზანია მოსწავლეთა ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის საპირფარეშოების აშენება და მოწყობა სკოლის შენობაში, რომელიც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას, მოსწავლეთა ჯანმრთელობას.პროექტის წარმატების შემთხვევაში დაიზოგება დრო, რომელსაც ეზოში განთავსებული შენობა მოითხოვდა. საპირფარეშო ყველა ასაკის მოსწავლისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდება. შეიქმნება უსაფრთხო სასწავლო გარემო სკოლაში და გაუმჯობესდება მოსწავალეთა ჯანმრთელობისთვის საჭირო პირობები. პროექტში ასევე გათვალისწინებული იქნება სსმ პირებისთვის საჭირო სტანდარტები ( მაგ. კარის ზომა და ა.შ. )