სოფელი უდაბნო მდებარეობს რაიონიდან 40კმ-ის დაშორებით.ამ 40კმ-ის რადიუსში სხვა დასახლებული ადგილი არ არის,შესაბამისად მოსახლეობა და მათ შორის ახალგაზრდები საჭიროებენ რაც შეიძლება მეტ საინფორმაციო თუ საგანმანათლებლო რესურსს.ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს გაერკვეს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში,დემოკრატიისა და საბაზრო ელემენტების გაგებაში.საკუთარი მოქალაქეობრივი როლის აღქმაში.საჭიროებებიდან გამომდინარე პრიორიტეტული არმოჩნდა თემა"ახალგაზრდების მიერ ადამიანის უფლებების დაცვა".რადგან ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ჩვენს სოფელში.იმისათვის რომ ახალგაზრდებმა მიიღონ მეტი ინფორმაცია ამ და სხვა თემებთან დაკავშირებით საჭიროა სამოქალაქო კაბინეტის მოწყობა და ტექნიკით არჭურვა. გვესაჭიროება ლეპტოპი და პროექტორის ეკრანი.