პროექტის მიზანია სოფლის ტერიტორიაზე არსებული ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია, პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დაასუფთავებენ სოფლის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს ტაძრებს, გამოკითხავენ სოფლის უხუცეს ადამიანებს და შეაგროვებენ ინფორმაციას ტაძრების შესახებ, მოაწყობენ პროექტის პრეზენტაციას, ადგილობრივ თვითმართველობასთან თანამშრომლობით ტაძრამდე მისასვლელ გზებზე განათავსებენ ორენოვან საინფორმაციო ბანერებს, ასევე დაამზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს და ტურისტულ გზამკვლევს, მოამზადებენ ალბომს „ჩემი სოფლის ღირშესანიშნავი ადგილები“შექმნიან ვიდეო რგოლს.