ბოდბისხევის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბს აქვს ოთახი, მაგრამ არ გააჩნია ტექნიკური ბაზა, რაც დიდ ხელის შემშლელ გარემოებას წარმოადგენს.
პროექტის მიზანია სამოქალაქო განათლების კლუბის ოთახის ინფრასტრუქტურით აღჭურვა, კერძოდ კი ლეპტოპის და პროექტორის შეძენა, რომლის გამოყენების საშუალებითაც მოხდება საგაკვეთილო პროცესის ხარისხის ამაღლება, ჩატარდება გაკვეთილები ტექნოლოგიის გამოყენებით, მოეწყობა ფილმის ჩვენება რომელიც მიეძღვნება ადამიანის უფლებებს.