პროექტის მიზანია, სასკოლო თემმა გააცნობიეროს მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი. მოზარდებს აუმაღლდეთ იმის ნდობა და რწმენა, რომ საკუთარი თუ სათემო პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყოველ ჯერზე მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით და თანამშრომლობით უფრო გაუმარტივდებათ საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა. სკოლის ამ რგოლის დახმარებით გაიზარდოს გამჭირვალობა და შესაძლებელი გახდეს მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციაზე წვდომა.