ჩვენ შესახებ

Initiatives.GE არის პირველი ქართული ონლაინ გრანტების პლათფორმა, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ინიციატივების დაფინანსებას ქვეყნის მასშტაბით. ის 2010 წელს შეიქმნა, საერთაშორისო ორგანიზაცია PH International – ის მიერ. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე, 750 – ზე მეტი სამოქალაქო ინიციატივაა დაფინანსებული საქართველოს ყველა რეგიონში.

Initiatives.GE – ს საშუალებით ყველაზე დიდი რაოდენობა სამოქალაქო ინიციატივებისა დააფინანსა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, რომელმაც 2010-2014 წლებში, „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში“ 550 მცირე გრანტი გასცა, ხოლოდ 2014 წლიდან 2017 წლის მანძილზე, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში დამატებით 180 მცირე გრანტი დააფინანსა. ორივე პროგრამის ფარგლებში, საგრანტო კონკურსის მიზანი იყო ხელი შეეწყო სკოლის მოსწავლეების, სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და თემის წევრების მიერ ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენას და მათ გადაჭრას. დაათვალიერეთ ამ დონორის მიერ დაფინანსებული პროექტები აქ.