მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია სკოლის მოსწავლეებში ავამაღლოთ ცნობიერება ევროინტეგრაციის პერსპექტივებისა და სიკეთეების შესახებ, რა შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ევროპასთან კავშირის დამყარება.მოსწავლეები შეიტყობენ,რომ საქართველოს კეთილდღეობის ხარისხი ევროკავშირთან ურთიერთობებშია.საქართველოს ევროპული მისწრაფებები და ევროპული არჩევანი ეფუძნება ადამიანის უფლებათა და ძირითად უფლებათა დაცვას და კანონის უზენაესობას.პროექტი განხორციელდება სკოლებში მოსწავლეთა და მოწვეული სტუმრების თანამონაწილეობით.პროექტი განხორციელდება 3 თვის მანძილზე.
მოსალოდნელი შედეგები
გრძელვადიანი შედეგია ცნობიერების ამაღლება ევროინტეგრაციის შესახებ სასკოლო საზოგადოებაში.
მოკლევადიანი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ინფორმაციას საქართველოს ევროპასთან ასოცირების და ვიზალიბერალიზაციის შესახებ. დაინახავენ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია კულტურით, ღირებულებებით, ტრადიციებით და სხვადასხვა სფეროში მიღწევებით. უმნიშვნელოვანესია ვაჩვენოთ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის პერსპექტივა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.
საჭიროებების/პრობლემის აღწერა
თანამედროვე თაობა არ ფლობს ინფორმაციას ან სრულყოფილ ინფორმაციას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეების შესახებ და ზოგჯერ ხდებიან არასწორი ინფორმაციის მსხვერპლი და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვთ დასკვნები.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
1.გამოკითხვა/კვლევა სასკოლო თემში რა იციან ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ.
2.საიტის შექმნა და საინფორმაციო მასალების განთავსება, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციის სწრაფ გავრცელებას საზოგადოებაში.
3.ლექცია/სემინარი ევროინტეგრაციის შესახებ მოწვეული სტუმრის მიერ
4.პოსტერების კონკურსი
5.საქართველოს კულტურის მნიშვნელობა ევროპისათვის (განხორციელდება პრეზენტაცია „ევროპა უფრო მდიდარია საქართველოს კულტურით!“)
6.გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შესახებ გაკვეთილი მასწავლებლისგან.
7. ესეების კონკურსი 10-11-12 კლასებში "გზა ევროპისკენ წარმატების საწინდარია"
8. საინფორმაციო ფლაერების დამზადება და დარიგება თემში.
9.ევროინტეგრაციის შესახებ პრეზენტაციის სახით ინფორმაციის გაზიარება მეზობელი სკოლებისთვის
10. დებატების მოწყობა ევროინტეგრაციის ტემატიკით
11.ვიდეორგოლი "ევროპა ჩვენი არჩევანია".
12.კვლევა რა ისწავლეს ამ პროექტის საშუალებით
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
სერთიფიკატები ესეებისა და პოსტერების კონკურსში გამარჯვებულთათვის-პრიზები
საკმაოდ კარგად არის ნაფიქრი და ჩამოყალიბებული, მიზანი არის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. აქტუალური და საჭირო თემაა, ვფიქრობ უნდა იყოს მხარდაჭერილი
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
Tea Amurvelashvili
დეკემბერი 8, 2024 | 3:23 pmსაკმაოდ კარგად არის ნაფიქრი და ჩამოყალიბებული, მიზანი არის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ. აქტუალური და საჭირო თემაა, ვფიქრობ უნდა იყოს მხარდაჭერილი