Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      ელენე სანაია
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      ელენე სანაია; სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე;
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2009-09-15
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      გლდანის მე-5 მიკრო დავით ჯაბიძის 31 პირველი სადარბაზო.
    • მობილური ტელეფონი
      597788112
    • ელექტრონული ფოსტა
      Elenesanaia2009@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      3 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      ელენე სანაია - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის 10 კლასის მოსწავლე - პროექტის ინიციატორი და ავტორი - პროექტის ზოგადი ზედამხედველობა და მართვა; ღონისძიებების კალენდრის დაგეგმვა და დროულად შესრულების უზრუნველყოფა; ანგარიშგების მომზადება გრანტის გამცემი ორგანიზაციისთვის;
      ლუკა ჩხობაძე - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლე - პროექტის თანაკოორდინატორი -გუნდური მუშაობის მართვა და ჯგუფის წევრების კოორდინაცია; ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა (დისკუსიები, თამაშები, პრეზენტაციები);  სამაგიდო თამაშებისა და იმიტირებული პროცესების ორგანიზება.
      ღონისძიებებზე პრეზენტაციების მომზადება.
      დავით მაჭავარიანი -  სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი -საგანმანათლებლო მასალების მომზადება ვორკშოპებისა და შეხვედრებისთვის; ექსპერტების მოწვევის ორგანიზება და მხარდაჭერა; მოსწავლეებთან სწავლებაში აქტიური ჩართულობა და დისკუსიების წარმართვა.
      თამარ დარსალია -  სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი -საგანმანათლებლო მასალების მომზადება ვორკშოპებისა და შეხვედრებისთვის; ექსპერტების მოწვევის ორგანიზება და მხარდაჭერა; მოსწავლეებთან სწავლებაში აქტიური ჩართულობა და დისკუსიების წარმართვა.
      გვანცა ციცქიშვილი - სსიპ ქ. თბილისის N177 საჯარო სკოლის 9 კლასის მოსწავლე - სხვადასხვა კვლევითი სამუშაოს შესრულება (ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მოძიება). საინფორმაციო მასალების მომზადება (პოსტერები, ბროშურები, ვიდეოები).  სოციალური მედიის კამპანიის ორგანიზება.

       

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      450
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      0
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      დიახ
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      ჩვენი სკოლის ახალგაზრდებსა და თემში  ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლება, დეზინფორმაციასთან ბრძოლის უნარების გაძლიერება და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს  კრიტიკული აზროვნების, სამოქალაქო ცნობიერებისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.

      მოსალოდნელი შედეგები:

      ახალგაზრდები მიიღებენ სიღრმისეულ და მართებულ ინფორმაციას ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ.
      ახალგაზრდებში გაიზრდება კრიტიკული აზროვნების უნარი და დეზინფორმაციის მიმართ მედეგობა.
      შეიქმნება ინტერაქტიული სასწავლო ინსტრუმენტები ( სამაგიდო თამაში), რომლებიც განათლების გემიფიკაციის ხარჯზე, მოსწავლეებს უფრო აქტიურ და ხალისიან ჩართულობას უზრუნველყოფს პროექტის აქტივობებში.
      პროექტის მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები შეძლებენ მიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებას თემში ცნობიერების გასაზრდელად.

      რა, ვინ, სად და როდის:

      რა:

      საგანმანათლებლო აქტივობები: პარტნიორი ორგანიზაციებიდან მოწვეული ლექტორების მხრიდან ლექციები ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითადი პრინციპებსა და მნიშვნელობაზე საქართველოსთვის.
      სასკოლო სივრცეში დისკუსიების ორგანიზება ისეთ თემებზე როგორიცაა : "რატომ სჭირდება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია?" "ევროპული ღირებულებები საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში." "სარგებელი და გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე."
      სამაგიდო თამაშის შექმნა: შეკითხვების შედგენა, დიზაინისა და თამაშის წესების შემუშავება. .

      აქტივობების განხორციელებაზე იზრუნებენ : პროექტში მონაწილე, ინიციატორი მოსწავლეები და ფასილიტატორი მასწავლებლები.

      პროექტით გათვალისწინებული აქტივობები გაიმართება სსიპ ქ.თბილისის N177 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "არჩევანის" ოთახში; პროექტის აქტივობებს ასევე დაეთმობა სკოლის სააქტო და თეატრის დარბაზები.
      პროექტით გათვალისწინებული აქტივობების მნიშვნელოვანი შემადგენელი იქნება ასევე აქტივობები ონლაინ სივრცეში.

    • მოსალოდნელი შედეგები

      მოსალოდნელი შედეგები

      მოკლევადიანი შედეგები :

      • პროექტში ჩართული ახალგაზრდები მიიღებენ მკაფიო და სანდო ინფორმაციას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, ასოცირების ხელშეკრულების დეტალებისა და ნატოს როლის შესახებ.
        მონაწილეები შეძლებენ დეზინფორმაციის ამოცნობას და კრიტიკული აზროვნების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის სწორად შეფასებას.
      • ახალგაზრდები გაიუმჯობესებენ დისკუსიის, დებატების, გუნდური მუშაობისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს.
        მონაწილეობა ვორკშოპებსა და თამაშებში დაეხმარებათ ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებაში.
      • შეიქმნება სამაგიდო თამაში „თვითმაქცია“ (სამუშაო სახელია), რომელიც ხელს შეუწყობს სწავლების პროცესში ინტერაქტიულობის გაღრმავებას.
        გაჩნდება ახალი რესურსები (მაგ., პოსტერები, სახელმძღვანელო მასალები), რომელთა გამოყენებასაც სხვა სკოლებიც შეძლებენ.
      • მოსწავლეებში გაძლიერდება ინტერესები ევროპული ღირებულებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ.
        პროექტში ჩართული მოსწავლეები და მასწავლებლები კლუბის ფორმატში გააგრძელებენ მსგავს ინიციატივების განხორციელებას.გრძელვადიანი შედეგები
      • პროექტში მონაწილე ახალგაზრდები გახდებიან ინფორმირებული მოქალაქეები, რომელთაც შეეძლებათ დემოკრატიული პრინციპებისა და ევროპული ღირებულებების დაცვა და მხარდაჭერა.
      • მონაწილეები შეიძენენ უნარ-ჩვევებს, რაც მათ დაეხმარება მომავალში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში და სწორი ინფორმაციის გავრცელებაში. პროექტის ფორმატში შემუშავებული მეთოდები შესაძლებელია დანერგონ სხვა სკოლებში, რაც გააძლიერებს საზოგადოების მედეგობას დეზინფორმაციის მიმართ.
      • ახალგაზრდები, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, არის აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წინაპირობა, რაც წაახალისებს საზოგადოებრივ დისკუსიებს ევროპული ინტეგრაციის გარშემო.
      • პროექტის შედეგად, თემში განვითარდება დიალოგისა და თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობების კულტურა. ევროპული ღირებულებების დამკვიდრება მოხდება როგორც პიროვნულ, ისე სასკოლო დონეზე.

        შეჯამება:
        პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, დემოკრატიული ღირებულებების გაზიარებას და საზოგადოებაში პროდასავლური კურსის პოპულარიზაციას. მიღებული ცოდნა და უნარები პოზიტიურ გავლენას მოახდენს როგორც უშუალო მონაწილეებზე, ასევე მათ გარემოცვაზე, და შექმნის საფუძველს უფრო განვითარებული და მედეგი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ევროატლანტიკური ინტეგრაცია გულისხმობს იმ ქვეყნების ან რეგიონების მისწრაფებას, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირის (EU) და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) წევრობას ან მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. ამ პროცესის მიზანია ევროპულ და ატლანტიკურ სტრუქტურებთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და სამართლებრივი კავშირების გაღრმავება. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ხელს უწყობს დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებას, რაც საბოლოოდ განაპირობებს ქვეყნის განვითარებას, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებას.

      საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილი ვალდებულების მიხედვით, ქვეყნის ხელისუფლება პასუხისმგებელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ამის მიუხედავად, ბოლო პერიოდში ვხედავთ დეზინფორმაციული და მანიპულაციური კამპანიების ზრდას, რომლებიც მიმართულია ევროკავშირისა და NATO-სადმი ნდობის შერყევისკენ. ამ კამპანიების მიზანია არა მხოლოდ საქართველოს საგარეო კურსის შეცვლა, არამედ მოქალაქეებში ეჭვების გაჩენა ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით, რაც მათ მეტად მოწყვლად და მართულ ჯგუფებად აქცევს.

      ნიჰილიზმი, რომელიც ახალგაზრდებშიც შეინიშნება, უარყოფითად მოქმედებს არა მხოლოდ ევროატლანტიკური ღირებულებების აღქმაზე, არამედ დემოკრატიის, თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეალებისადმი მათ ერთგულებაზეც. ევროპა და ევროკავშირი მხოლოდ გეოგრაფიული ცნება არ არის; ესაა ღირებულებითი სივრცე, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს.

      ამ პირობებში, დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივების ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი ორიგინალური და ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა, ცნობიერების ამაღლებას, მედიაწიგნიერების უნარების განვითრებას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის გაცნობიერებას.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      I კვირა - პროექტის ონლაინ პოპულარიზაციის მიზნით პროექტის სოციალური გვერდის ჩაშვება.

      • პროექტის ოფიციალური სოციალური გვერდის შექმნა.
      • გაცნობითი ვიდეოს და პოსტერის ატვირთვა, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი პროექტის მიზნები, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და მტრული დეზინფორმაციის საკითხი.
      • ვიდეოსა და პოსტერის გავრცელება სკოლის ონლაინ პლატფორმებზე და სოციალურ ქსელებში.II კვირა - გაცნობითი შეხვედრა და დისკუსია
        აქტივობის მიზანი -  მოსწავლეებს ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პირველი დისკუსიის წარმოება.
      • სკოლის სააქტო დარბაზში გაცნობითი შეხვედრის ორგანიზება, სადაც მოსწავლეებს გავაცნობთ პროექტის შესახებ ინფორმაციას, ასევე წარვუდგენთ პრეზენტაციას ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.
      • პრეზენტაციაში განხილული იქნება შემდეგი თემები :
        რას ნიშნავს ევროინტეგრაცია
        როგორ შეიძლება ევროინტეგრაციამ სარგებელი მოიტანოს საქართველოსთვის;
        დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემები ევროპულ საკითხებთან დაკავშირებით.
      • პრეზენტაციას მოყვება დისკუსია, სადაც მოსწავლეები ღიად გამოთქვამენ მოსაზრებებს;III კვირა - "რატომ ევროპა?" - შორტების სცენარის დამუშავება და გადაღება.
        მიზანი: ვიდეომიმართვების შექმნა, რომლებიც პოპულარიზაციას გაუწევს ევროინტეგრაციის იდეას.
      • თემაზე "რატომ ევროპა?"  მცირე მეტრაჟიანი ვიდეოების (შორტების) სცენარის შემუშავება და გადაღება.
      • აუდიტორიის მაქსიმალურ რაოდენობასთან ხმის მისაწვდნეად ვიდეოების გავრცელება სოციალურ მედიის პლატფორმებზე (ჩვენი პროექტის პლატფორმა, სამოქალაქო განათლების კლუბის, თვითმმართველობის, სკოლის ფბ გვერდი და ა.შ).IV კვირა - ექსპერტის მოწვევა და შეხვედრა
        მიზანი: მოსწავლეებს გაუზიარონ პრაქტიკული ინფორმაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულების და მოლაპარაკებების შესახებ.
      • ექსპერტის მოწვევა (დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ან ევროკავშირის წარმომადგენელი) ევროინტეგრაციის თემაზე.
      • პრეზენტაცია, სადაც მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის შესახებ.
      • შეხვედრის ვიდეო მიმოხილვის ჩვენს გვერდზე ატვირთვა.V კვირა - დებატები და სამაგიდო თამაშის პროტოტიპის ტესტირება
        მიზანი: მოსწავლეების აზროვნების სტიმულირება, განათლების გემიფიკაცია და ჩართულობის გაზრდა.
      • სკოლის დებატების კლუბთან თანამშრომლობა და ევროინტეგრაციის თემაზე დებატების ორგანიზება.
      • დებატებში მონაწილე მოსწავლეები წარმოადგენენ სხვადასხვა პოზიციებს, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა და წინააღმდეგობა.
      • თამაშ “თვითმაქციას“ პროტოტიპის ტესტირება (პირველი ნაბიჯები და რეფლექსია).VI კვირა - ადამიანის უფლებები და ევროკავშირის ღირებულებები
        მიზანი: ადამიანის უფლებებისა და ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაცია.
      • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ საინფორმაციო პოსტერებისა და ბუკლეტების შექმნა.
      • ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციისთვის ინტერაქტიული ფლაერების შემუშავება (qr კოდით).
      • სკოლის დაბალ კლასებში პატარა პრეზენტაციებისა და ფლაერების გადაცემის ორგანიზება.
      • მოსახლეობისთვის ფლაერების განაწილება ევროპის ღირებულებების შესახებ.VII კვირა - "ჩემი ხმის უფლება" - დისკუსია.
        მიზანი: მოსწავლეების გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ხმა და მონაწილეობის უფლება.
      • ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა და საქართველოს ხმის უფლების და საარჩევნო სისტემების შედარება.
      • დისკუსია თემაზე: „რა უნდა შეიცვალოს ამ საკითხში?“
      • დისკუსიის  შედეგად მიღებული დასკვნების წარმოდგენა.
        VIII კვირა - ფილმის ჩვენება და განხილვა
        მიზანი: ცნობიერების ამაღლება ევროკავშირის შესახებ.
      • ფილმის ჩვენება, რომელიც ეხება ევროკავშირის ისტორიას ( " Brexit: The Uncivil War" )
      • ფილმის შემდეგ განხილვა, სადაც მოსწავლეები გააზრებენ და განხილავენ ფილმის შინაარსს და დეზინფორმაციის კამპანიის გავლენას თანამედროვე საზოგადოებებზე..

       

       IX - X კვირა :  “თვითმაქციას“ თამაშის საბოლოო რედაქციის დამზადება.

                       მიზანი: სამაგიდო თამაშის საბოლოო ვერსიის მომზადება.

      • თამაშის შეკითხვების დახვეწა და კონცეფციის გაუმჯობესება.
      • თამაში უფრო საინტერესო და ინტერაქტიული გახდება, მოიცავს უფრო მეტ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებს.XI კვირა  - თვითმაქციას ტურნირის ორგანიზება
      • ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ სერთიფიკატები.
      • ტურნირის მიმოხილვის ვიდეო, თამაშის აღწერა და მისი მიზნები აიტვირთება სოციალური მედიის პლატფორმებზე.XII  კვირა - პროექტის შედეგების შესაჯამება და პრეზენტაცია
        მიზანი: პროექტის შედეგების წარდგენა და პროექტის შეფასება.
        პროექტის შედეგების საბოლოო პრეზენტაცია სასკოლო საზოგადოების წინაშე სააქტო დარბაზში.
      • მოსწავლეების ჩართულობის დონისა და მიღწევების განხილვა.
      • დასკვნითი დისკუსია, სადაც პროექტის აქტიური მონაწილეები წარმოადგენენ საკუთარ გამოცდილებასა და შეხედულებებს.
    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      ხარჯები:

      სამაგიდო თამაშის კომპონენტების დამზადებისა და ბეჭვდის ხარჯზები.
      ბროშურების, ბუკლეტებისა და სხვა საინფორმაციო მასალების წარმოება: პოსტერები, ფლაერები, სერთიფიკატები, ბუკლეტების დამზადება.
      ეს მასალები გვჭირდება პროექტის ცნობადობის გაზრდისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის.
      საკომუნიკაციო ხარჯები: სოციალური მედიის პლატფორმებზე პოსტერების, ვიდეოების და სხვა კონტენტის გავრცელება. პროექტის პოპულარიზაცია და მონაწილეობა ფართო აუდიტორიისთვის, სოციალურ ქსელებში აქტიური და მიზნობრივი კომუნიკაციისთვის.

    • პროექტის პარტნიორები

      პროექტის მიმდინარეობისას ვაპირებთ ევროსაბჭოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პირველადი ბენეფიციარები: საშუალო საფეხურის მოსწავლეები  (მინიმუმ 150 - 200 მოსწავლე), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აქტივობებში, მათ შორის დისკუსიებში, პრეზენტაციებში, თამაშში და დებატებში.
      პროექტში ჩართული მოსწავლეები: მინიმუმ 3-5 მოსწავლე, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი პროექტის სხვადასხვა აქტივობაზე, მათ შორის სოციალური მედიის მართვა, პრეზენტაციების მომზადება და სამაგიდო თამაშის დიზაინი.
      მასწავლებლები:სკოლის 5-10 მასწავლებელი, რომლებიც პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაუწევენ მხარდაჭერას.
      მშობლები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები :პროექტის ფარგლებში გავრცელებული ფლაერებისა და ბუკლეტების მიღება, სოციალური ქსელით პროექტის მთავარი გზავნილის მიტანა (დაახლოებით 200 - 250 ადამიანი).

      გრძელვადიანი ბენეფიციარები: პროექტის გავლენა გაგრძელდება მისი აქტივობების დასრულების შემდეგ, რადგან შექმნილი სამაგიდო თამაში, ვიდეოები და სხვა მასალები არსებობას გააგრძელებენ დამოუკიდებლად, რესურსის სახით, რომლის გამოყენებაც განმეორებითად იქნება შესაძლებელი.

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      პირველადი ბენეფიციარები: საშუალო საფეხურის მოსწავლეები  (მინიმუმ 150 - 200 მოსწავლე), რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ აქტივობებში, მათ შორის დისკუსიებში, პრეზენტაციებში, თამაშში და დებატებში.
      პროექტში ჩართული მოსწავლეები: მინიმუმ 3-5 მოსწავლე, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი პროექტის სხვადასხვა აქტივობაზე, მათ შორის სოციალური მედიის მართვა, პრეზენტაციების მომზადება და სამაგიდო თამაშის დიზაინი.
      მასწავლებლები:სკოლის 5-10 მასწავლებელი, რომლებიც პროექტის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაუწევენ მხარდაჭერას.
      მშობლები და ადგილობრივი თემის წარმომადგენლები :პროექტის ფარგლებში გავრცელებული ფლაერებისა და ბუკლეტების მიღება, სოციალური ქსელით პროექტის მთავარი გზავნილის მიტანა (დაახლოებით 200 - 250 ადამიანი).

      გრძელვადიანი ბენეფიციარები: პროექტის გავლენა გაგრძელდება მისი აქტივობების დასრულების შემდეგ, რადგან შექმნილი სამაგიდო თამაში, ვიდეოები და სხვა მასალები არსებობას გააგრძელებენ დამოუკიდებლად, რესურსის სახით, რომლის გამოყენებაც განმეორებითად იქნება შესაძლებელი.

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
      • რესურსების ან ტექნოლოგიური მიუწვდომლობა შეიძლება შეფერხება გამოიწვიოს თამაშის დროულ დამზადებაში.
      • ამინდის ან ბუნებრივი ფაქტორების გავლენა ღონისძიებების მიმდინარეობასა და მათ განხორციელებაზე.
    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      პროექტის მიზნები და აქტივობები ისეა დაგეგმილი, რომ მისი დასრულების შემდეგ ინიციატივების ეფექტი ხანგრძლივად შენარჩუნდეს.

      1. სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა:
      პროექტის ფარგლებში შექმნილი სამაგიდო თამაში, ბუკლეტები, საინფორმაციო პოსტერები და ვიდეომასალა დარჩება სკოლაში და შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება მომავალშიც.
      მასწავლებლები და მოსწავლეები ამ რესურსებს გაკვეთილებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებში გამოიყენებენ, რაც ხელს შეუწყობს ახალი თაობის ინფორმირებულობას.
      2. სამაგიდო თამაშის ტურნირის ტრადიციის გაღრმავება:
      "თვითმაქცია" სამაგიდო თამაში და მისი ტურნირები შეიძლება გახდეს ყოველწლიური ღონისძიება, რომელშიც არა მხოლოდ ჩვენი სკოლის, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
      თამაშის კითხვა-პასუხის ბაზის განახლება მოხდება სკოლის დებატ კლუბისა და აქტიური მოსწავლეების მხარდაჭერით.
      3. სოციალური მედიის პლატფორმის ფუნქციონირება:
      პროექტის ფარგლებში შექმნილი სოციალური გვერდი გააგრძელებს ფუნქციონირებას და დაინტერესებული მოსწავლეები იმუშავებენ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე.
      გვერდზე განთავსდება ახალი ვიდეოები, პოსტები და მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრები.
      4. სამოქალაქო განათლების გაძლიერება:
      პროექტში ჩართული მასწავლებლები და მოსწავლეები მიიღებენ ცოდნასა და უნარებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, მომავალში დამოუკიდებლად განახორციელონ მსგავსი ინიციატივები.
      პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგები, დისკუსიები და დებატები ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გაძლიერებას.

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2025/01/danarti-2_-samoqmedo-gegma-1.xlsx, https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2025/01/evrointegratsia-biujeti-2.xlsx
    • რეგიონი
      თბილისი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ევროინტეგრაციის მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ჩაერთვებიან ინტერაქტიურ აქტივობებში, მათ შორის ლექციებში, დისკუსიებში, დებატებსა და სამაგიდო თამაშის შექმნაში, რაც მათ დაეხმარება ევროკავშირის ღირებულებების, დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ ცოდნის მიღებაში.

     

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • Tea Amurvelashvili
      დეკემბერი 3, 2024 | 8:23 pm

      პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ევროინტეგრაციის მნიშვნელობისა და სარგებლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
      განხორციელების პროცესი გაწერილია ნათლად და საინტერესოდ. მოსალოდნელი შედეგები და მიღწევები მნიშვნელოვანია და პასუხობს სამიზნე ჯგუფის საჭიროებებს.
      მთლიანობაში, პროექტი პასუხობს შეფასების კრიტერიუმებს დამაკმაყოფილებელ საფეხურზე და უნდა იყოს მხარდაჭერილი.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ევროპის გული კავკასიაში

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    სხვადასხვა თაობის ადამიანებში ცნობიერების ამაღლება ნატი-ევროკავშირის შესახებ

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    "ევროპა უკეთესი მდგრადი განვითარებისათვის !"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...