Initiatives.ge
    • მთავარი
    • ჩვენ შესახებ
    • პროექტები
    • კონკურსები
    • დონორები
    • კონტაქტი
    შესვლა ან რეგისტრაცია

    "ევროპა უკეთესი მდგრადი განვითარებისათვის !"

    • პროექტების სიაში დაბრუნება
    • პროექტის შესახებ
    • შეფასება 1
    • prev
    • next
    • ჩანიშვნა
    • გაზიარება
    • გასაჩივრება
    • prev
    • next
    პროექტის ხელმძღვანელის სარეგისტრაციო ინფორმაცია
    • ავტორი
      მარიამ აბუაშვილი
    • პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
      მარიამ აბუაშვილი, მოსწავლე.
    • აპლიკანტის დაბადების თარიღი
      2009-06-19
    • აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
      შიდა ქართლი, ქ. კასპი, იას ქუჩა #1
    • მობილური ტელეფონი
      598777055
    • ელექტრონული ფოსტა
      mariamabuashvili2020@gmail.com
    დეტალური ინფორმაცია
    • პროექტის ხანგრძლივობა
      3 თვე
    • პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები

      1) მარიამ აბუაშვილი ( მოსწავლე, მეათე კლასი ) - პროექტის ავტორი, აპლიკანტი, პროექტის ხელმძღვანელი.

      2) ხატია ბუთხუზი ( მოსწავლე, მეათე კლასი ) - პროექტით გათვალიოსწინებული კვლევის ორგანიზატორი, ევროპის კუთხის კურატორი.

      3) ანანო იაშვილი ( მოსწავლე, მეათე კლასი ) - პროექტით გათვალისწინებული ინტელექტუალური შეჯუბრის ორგანიზატორი, ევროპის კუთხის კურატორი.

      4) მაგდა ბუდაღაშვილი ( მოსწავლე, მეათე კლასი ) - პროექტით გათვალისწინებული თემატური შეხვედრებისა და ვორქშოფების ორგანიზატორი.

      5) ნიცა ბურდული ( მოსწავლე, მეათე კლასი ) - პროექტის ფარგლებში დაგეგმილი პოსტერების კონკურსისა და საინფორმაციო ბუკლეტების ორგანიზატორი.

      6) ნინო ნიპარიშვილი ( სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ) - პროექტის აქტივობების მონიტორინგის ხელმძღვანელი.

    • მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
      412
    • თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
      1100
    • მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
      არა
    • როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
      რეგიონული კოორდინატორი
    • პროექტის მოკლე აღწერა

      პროექტის მიზანია , კასპის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში, თანატოლებსა და მშობლებში, საქართველოსა და ევროკავშირს შორის კულტურულ-ისტორიული მსგავსებებისა და ურთიერთოვბების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ევროკავშირისის, ევროატლანტიკური ურთიერთობების მნიშვნელობისა და ასოცირების მნიშვნელობის შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული სიღრმისეული ანალიზი , ცნიბიერების ასამაღლებლად.

      პროექტის შედეგად, მოხდება არა მხოლოდ ქ. კასპის ახალგაზრდების, მშობლებისა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაუმჯობესება, არამედ მოეწყობა ევროპის კუთხე, რაც სესაძლებლობას მისცემს ყველას, მუდმივ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია ევროკავშირთან დაკავშირებულ სიკეთეებსა და საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობების შესახებ. ჩვენი გიმნაზიის უმცროს კლასელებს კი მისცემს მოტოვაციას და გაუზრდის ინტერესს აღნიშნულ საკითხის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

      პროექტის პირველ ეტაპზე, განხორციელდება კვლევა, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. კვლევის ჯგუფს უხელმძღვანელებს პროექტზე პასუხისმგებელი პირი - ხატია ბუთხუზი და ის დაწყების პირველ ერთ თვეს მოიცავს.

      პროეტის შემდგომ ეტაპზე დაიწყება ევროკავშირთან დაკავშირებული თემატური შეხვედრები, რომლესაც კვალიფიციური პროფესიონალები წარუძღვებიან:

      მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - ლადო აფხაზავა.

      სათემო ორგანიზაციის " კომლი " დამფუძნებელი - თეო დალაქიშვილი.

      განათლების სპეციალისტი - გიორგი ჭანტურია.

      გიმნაზიის კურსდამთავრებული, პროგრამის " მომავლის თაობა" მონაწილე, შვეიცარიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი - რეზი ტყემელაძე.

      სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი - ნინო ნიპარიშვილი.

    • მოსალოდნელი შედეგები

      პროექტის მოკლევადიანი მიზანია ქ. კასპის ახალგაზრდობის, თანატოლებისა და სასკოლო საზოგადოების ინფორმირებულობა ევროკავშითან დაკავშირებით. ასევე ჩვენს გიმნაზიაში , სტრატეგიულად თვალსაჩინო ადგილას, ევროპის კუთხის მოწყობა. მისი აღჭურვა შესაბამისი ლიტერატურით, მასალით, გაფორმებებითა და ინვენტარით.

      პროექტის გრძელვადიან შედეგს წარმოადგენს ევროპის კუთხის დახმარებით , ევროკავშირთად დაკავშირებული ღონისძიებების აღნიშვნა. ამ სივრცის გამოყენება სასწავლო პროცესში და საგანთა შორის ინტერაციისათვის. საბოლოოდ, სასკოლო საზოგადოებისთვის მყარი და სწორი შეხედულებების ჩამოყალიბება , საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორის შესახებ.

    • საჭიროებების/პრობლემის აღწერა

      ჩვენი სკოლა, მდებარეობს შიდა ქართლის რეგიონის პატარა ქალაქში, სადაც ყოველთვის პრობლემა იყო საზოგადოებრივი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ნაკლებობა. შესაბამისად, მუდმივად ვაწყდებოდით და ვაწყდებით ისეთ პრობლემებს , რაც პირდაპირ არასათანადო  და არასაკმარი საინფორმაციო კამპანიის გამომწვევ მიზეზსს წარმოადგენდა და წარმოადგენს დღესაც. ინფორმაციის ნაკლებობა კი პირდაპირ აისახება ევროკავშირის შესახებ ახალგაზრდებისა და მთლიანად საზოგადოების ინფორმირებულობის დაბალ ხარისხზე. ვფიქრობთ, ამ პრობლემის სიმწვავე კიდევ იქედანაა განპირობებული, რომ თავად ახალგაზრდები ნაკლებად იყვნენ ჩართულები აღნიშნული თემის წამოწევასა და მონაწილეობში. არ არსებობს სივრცე , რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის, ევროინტეგრაციის პროცესებისა და ასოცირების შესახებ ღონისძიებების ხარისხიან მოწყობას შესაბამის გარემოში. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ , ახალგაზრდების ჩართულობა და ევროპის სივრცის მოწყობა, ჩვენს სკოლაში, ხელს შეუწყობს აღნიშნული პრობლემის საფუძვლიან მოგვარებას.

    • რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად

      1) ქ. კასპში მცხოვრები ახალგაზრდების, თანატოლების, სასკოლო საზოგადოებისა და მშობლებთან კვლევის ჩატარება. კვლევაში მონაწილეობას მიირებს 600 ადამიანი. 300 არასრულწლოვანი და 300 სრულწლოვანი ადამიანი. კვლევის ჯგუფს უხელმძღვანელებს პროექტზე პასუხისმგებელი პირი , მეათე კლასის მოსწავლე, ხატია ბუთხუზი. სამუშაო კვლევით ჯგუფში ჩართული იქნება 10 ადამიანი. ერთობლივად შემუშავდება კვლევის კითხვარი. ჯგუფის მუშაობას მონიტორინგს გაუწევენ პროექტის ავტორი, აპლიკანტი - მარიამ აბუაშვილი და პედაგოგი ნინო ნიპარიშვილი. ჯგუფის წევრები, გადანაწილდებიან ქ. კასპის მაჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე კვლევების განსახორციელებლად. აქტიურ რეჟიმში წარიმართება გიმნაზიის სასკოლო საზოგადოების ჩართვა კვლევის პროცესში. მოხდება შედეგების შეჯერება და წარდგენა ფართო აუდიტორიასთან ( თანატოლები, მშობლები, ქ. კასპის ახალგაზრდები ) კვლევის განხორციელება, შედეგების შეჯერება და წარდგენა განხორციელდება პროექტის დაწყებიდან ერთ თვეში.

      2) ევროკავშირის , ევროატლანტიკური ურთიერთობებისა და ასოცირების შესახებ თემატური შეხვედრების ორგანიზება. შეხვედრებს ორგანიზებასა და დაგეგმვას გაუწევს პროექტზე პასუხისმგებელი პირი - მაგდა ბუდაღაშვილი. ჩატარდება ხუთი თემატური შეხვედრა :

      ევროკავშირის ისტორია, მუშაობის პრონციპები და გავრცელებული ანტი დასავლური მითები  -  სპიკერი, ნინო ნიპარიშვილი

      ევროკავშირის განვითარების ისტორია, მისი ღირებულებები და საქართველოსთან მრავალწლიანი ურთიერთობა - სპიკერი, გიორგი ჭანტურია.

      ევროკავშირის შესახებ სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, მისი მნიშვნელობა - ფასილიტატორი და სპიკერი ლადო აფხაზავა.

      ევროკავშირის ისტორია, გეოგრაფია, კულტურა, პოლიტიკა და საქართველოსთან მისი ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება. ევროატლანტიკური პროცესები - სპიკერი, თეო დალაქიშვილი.

      ევროპული განათლება - სპიკერი, რეზი ტყემელაძე.

      აღნიშნული შეხვედრები ჩატარდება პროექტზე მუშაობის მეორე თვეს ( ზუსტი თარიღები შეთანხმდება სპიკერებთან )

      3) პოსტერების კონკურსი - "ევროპა ჩემი არცევანია!" აღნიშნული კონკურსი დაანონსდება ჩვენი გიმნაზიის სკოლის მოსწავლეებთან, ასევე პროგრამაში ჩართული სკოლების თვითმმართველობების წევრებთან. პოსტერების კონკურსს ორგანიზებას გაუწევს პროექტზე პასუხიმგებელი პირი ნიცა ბურდული ჯგუფთან ერთად. ჯგუფი დაკომპლექტებული იქნება 5 მოხალისე მოსწავლით. გამოვლინდება 3 გამარჯვებული პოსტერი, რომლის ავტორები დასკვნით ღონისძიებაზე დასაჩუქრდებიან სამახსოვრო საჩუქრებით, რომელიც ევროკავშირის თემას დაუკავშირდება. გამარჯვებულ პოსტერებს გამოავლენს პროექტზე პასუხისმგებელი მეათე კლასის მოსწავლეები ( მარიამ აბუაშვილი, ანანო იაშვილი, ხატია ბუთხუზი, მაგდა ბუდაღაშვილი და ნიცა ბურდული ) პოსტერების კონკურსი დაორგანიზდება პროექტის პირველ და მეორე თვეში.

      4) ევროკავშირთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება სასკოლო საზოგადოებაში. ბულეტი იქნება ბეჭვდური ვერსიის, ორ გვერდიანი, სადაც დატანილი იქნება სამი მიმართულებით გაშლილი ინფორმაცია, მესიჯების სახით წარმოდგენილი - ევროპა, როგორც საქართველოს ისტორიული არჩევანი, ევროკავშირი, როგორც უკეთესი მომავლის გარანტი, ევროკავშირი, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. დამზადდება 200 ბუკლეტი . მის გავრცელებას უზრუნველყოფს ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი ნიცა ბურდული, მოხალისე გუნდის წევრებთან ერთად. ბუკლეტები გავრცელდება სასკოლო საზოგადოებასა და ქ. კასპის ახალგაზრდებში. ბუკლეტების დამზადებისა და გავრცელების პერიოდის პროცესი , პროექტის დაწყებიდან პირველსა და მეორე თვეში განხორციელდება.

      5) ინტელექტუალური შეჯიბრი  - "ევროპა უკეთესი მდგრადი განვითარებისათვის!" ინტელექტუალურ შეჯიბრზე წარმოდგენილი შეკითხვები ევროკავშირის თემაზე იქნება. შეკიტხვების მომზადებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ავტორი მარიამ აბუაშვილი და პედაგოგი ნინო ნიპარიშვილი. ინტელექტუალური შეჯიბრი ორ ეტანიანი იქნება, ერთი ბავშვებისთვის, მეორე მშობლებისთვის. შესაბამისად, გამოვლინდება ორი გამარჯვებული გუნდი, ერთი არასრულწლოვნებით დაკომპლექტებული, მეორე მშობლებით. ორივე გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცემათ სამახსოვრო სერტიფიკატები. ინტელექტუალური შეჯიბრი შედგება პროექტის მესამე თვის პირველ ნახევარში, კასპის ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში.

      6) ევროპული სივრცე ჩვენს გიმნაზიაში. გიმნაზიის პირველ სართულზე არსებულ ფოიეში, სტრატეგიულად თვალსაჩინო და ხელსაყრელ ადგილას, პროექტის მეორე და მესამე თვის განმავლობაში, პასუხისმგებელი პირი ანანო იაშვილი, მოხალისეობრივ საწყისებზე დაკომპლექტებულ ჯგუფთან ერთად ( 10 მოსწავლე ) მოხატავს სივრცისთვის განკუთვნილ ადგილს ევროკავშირის დროშითა და თემატური ნახატებით. გაკეთდება ევროკავშირის ხე, რომლის ტოტები გაფორმდება ევროკავშირის წევრი ქვეყნის დროშებით. განთავსდება სივრცისთვის შესაბამისი თარო , სათანადო ლიტერატურით. აღნიშნული სივრცე გაიხსნება პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, პროექტის დასასრულს, მესამე თვეს.

      7) პროექტის დასკვნითი ღონისძიება. ორგანიზებას გაუწევენ პროექტზე პასუხისმგებელი ყველა მონაწილე. პროექტის ავტორი, პრეზენტაციის სახით წარმოადგენს აქტივობების შედეგებს, სიტყვით გამოვლენ ქ. კასპის ახალგაზრდები და მშობლები. დაჯილდოვდებიან პოსტერების კონკურსში გამარჯვებულები. ბოლოს კი საზეიმოდ გაიხსნება ჩვენი სკოლის ევროპის კუთხე. აღნიშნული აქტივობა განხორციელდება პროექტის მესამე კვირის ბოლოს.

       

    • მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება

      1) საინფორმაციო ბუკლეტები.

      2) პოსტერების კონკურსში , 3 გამარჯვებული მოსწავლისთვის საჩუქრები.

      3) A4 ფორმატის ფურცლები.

      4) ფერადი წებოვანი ფურცლები.

      5) ცხელი წებო.

      6) ფერადი ფურცლები.

      7) აკრილის საღებავები.

      8) სახატავი ფუნჯები.

      9)  კუთხის თაროები.

      10) მონაწილეთა სერტიფიკატები.

      11) პროექტზე პასუხისმგებელი პირებისთვის დაპრინტული მაისურები.

    • პროექტის პარტნიორები

      პროექტის ფარგლებში ვითანამშრომლებთ სკოლა-გიმნაზიასთან და კასპის ტექნოპარკთან.

      გიმნაზია დაგვეხმარება პროექტის ფარგლებში საჭირო სამუშაო, საპრეზენტაციო სივრცეების გამოყოფით, ტექნიკური ინვენტარით. ( პროექტორი, ლეპტოპი, ქსეროქსი ) ევროკავშირის სივრცის ფართის გამოყოფით.

      ტექნოპარკი მხარს დაგვიჭერს ინტელექტუალური შეჯიბრებების ცასატარებლად ( ფართი, ტექნიკური საშუალებები )

       

    • ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები

      პროექტის ფარგლებში სარგებელს მიიღებს 650 ადამიანი. 350 სკოლის მოსწავლე და 300 სრულწლოვანი ( მშობლები, მასწავლებლები,ახალგაზრდები )

    • აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე

      მოსწავლეები - 70

      სრულწლოვანი ახალგაზრდები - 30

      მასწავლებელი - 5

      მშობელი - 10

    • შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები

      პროექტის წარმატებით განხორციელებას შესაძლოა ხელი შეუშალოს შემდეგმა ფაქტორებმა;

      1) ამინდის გაუარესების გამო, კვლევისთვის გათვალისწინებულ გარე სივრცეში, შესაძლოა ვერ მოხერხდეს გასვლა. სწორედ ამიტომ განვსაზღვრეთ კვლევის ჩასატარებლად 1 თვე, რომ ლავირება შევძლოთ სხვა დღეებში კვლევებით გათვალისწინებული გარე აქტივობების განსახორციელებლად.

      2) თემატური შეხვედრების სპიკერების ჯანმრთელობის მდგომარეობა ან პირადი გაუთვალისწინებელი პრობლემები. ამ შემთხვევაშიც, ამ აქტივობებისთვის განსახორციელებლად  გათვლილია ერთი ( კერძოდ პროექტის მეორე თვე ) რაც თავისუფლად შეგვაძლებინებს სპიკერებზე მოხერხებული დროის შერჩევას.

    • პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ

      ჩვენს გიმნაზიაში შექმნილი ევროკავშირის კუთხე იქნება ჩვენთვისა და თითოეული მოსწავლისათვის დიდი მოტივაცია, რათა ყოველთვის ამ სივრცეში ავღნიშნოთ ევროკავშირთან დკავშირებული ყველა ღონისძიება, მოვაწყოთ შეხვედრები, კონკურსები თუ ინტელექტუალური შეჯიბრებები. ვფიქრობთ, ამ კუთხით , ამ სივრცეში ინტენსიური მუშაობა, სწორ და სამუდამო კვალს დატოვებს ახალი თაობის ღირებულებებსა და მეხსიერებაზე.

      მასწავლებლებისთვის იქნება დამატებითი მოტივაცია, ჩვენივე მოტხოვნების გათვალისწინებით ამავე სივრცეში ჩატარდეს საგნობრიცი ინტეგრირებული გაკვეთილები, რაც საინტერესო და ხარისხიანი სწავლების ერთ-ერთი განმსაზღვრელია.

      სკოლაში მოსულ მშობლებსა და სტუმრებს კი მუდმივად მოუწევთ სტრატეგიულად გათვლილ ევროკავშირის სივრცესთან შეხება, რაც ვფიქრობთ ხელს შეუწყობს სხვა და სხვა მიზეზებით, საზოგადოებაში წარმოქმნილი სტერეოტიპების მსხვრევას.

      ჩვენს პატარა თანასკოლელებს კი მივცემთ მაგალითსა და მოტივაციას, სწორი ღირებულებების, პატარა ასაკიდანვე ჩამოსაყალიბებლად. რომ ევროპა , ჩვენი უპირობო არჩევანია!

    • პროექტის ბიუჯეტი
      https://initiatives.ge/wp-content/uploads/listing-uploads/project_budget_file/2024/11/biujeti-23.xlsx
    • რეგიონი
      კასპი
    მოკლე აღწერა ვებ საიტისთვის

    პროექტის მიზანია, ქ. კასპის ახალგაზრდებსა, თანატოლებსა და სკოლა-გიმნაზიის სასკოლო საზოგადოებაში , ევროკავშირის შესახებ ცნობიერების გავრცელება და ამაღლება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ისეთი აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა: კვლევა, თემატური შეხვედრები, საინფორმაციო ბუკლეტების გავრცელება, პოსტერების კონკურსი, ინტელექტუალური შეჯიბრებები ახალგაზრდებისთვისა და მშობლებისთვის, ევროკავშირის კუთხის მოწყობა. პროექტის ხანგრძლივობაა 3 თვე. ჩვენ შევძლევთ ხელი შევუწყოთ, საზოგადოებაში სტერეოტიპული შეხედულებების აღმოფხვრას, თანატოლებში ,სწორი ხედვებისა და ღირებულებების ჩამოყალიბებას.

    გრანტი
    მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    დონორი
    USAID
    • ლია გორელიშვილი
      დეკემბერი 5, 2024 | 11:01 am

      პროექტის აქტივობებით მოხდება ქ. კასპის ახალგაზრდებში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების გავრცელება და ამაღლება. პროექტი საინტერესოა, რადგან წარმდგენი კასპის გიმნაზიის ინიციატივით აქტივობებში სხვა სკოლის თანატოლებიც ჩაერთვებიან.

      პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს

      პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს

      პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან

      პროექტს აქვს მდგრადობის პოტენციალი

      გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად
    კომენტარის დამატება

    კომენტარის დატოვება · კომენტარის გაუქმება

    კომენტარის დასამატებლად აუცილებელია ავტორიზაცია.

    შეიძლება ასევე დაგაინტერესოს

    ევროპის გული კავკასიაში

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის"

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    სხვადასხვა თაობის ადამიანებში ცნობიერების ამაღლება ნატი-ევროკავშირის შესახებ

    გრანტი: მცირე საგრანტო კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის
    USAID
    USAID

    © 2024 Initiatives.ge | ყველა უფლება დაცულია

    Cart

      • Facebook
      • X
      • WhatsApp
      • Telegram
      • LinkedIn
      • Tumblr
      • Reddit
      • VKontakte
      • Mail
      • ბმულის კოპირება
      • Share via...