პროექტის ხელმძღვანელის სახელი და გვარი, თანამდებობა
თამარი ჭითანავა
აპლიკანტის დაბადების თარიღი
2009-03-07
აპლიკანტის მისამართი (ფაქტიური)
სოფელი ზედაეწერი
მობილური ტელეფონი
579752035
ელექტრონული ფოსტა
chitanavatekla9@gmail.com
დეტალური ინფორმაცია
პროექტის ხანგრძლივობა
3 თვე
პროექტში ჩართული ყველა პიროვნება, მათი სტატუსი და კონკრეტული მოვალეობები
1.
თამარი ჭითანავა- პროექტის მენეჯერი ( პროექტის განხორციელების კონტროლი, ზედამხედველობა, აქტივობების დადგენილ ვადებში განხორციელების კონტროლი, აქტივობების დაგეგმვა- განხორციელებაში მონაწილეობის მოღება)
2. ლიზი პაპავა- პროექტის ფინანსური მენეჯერი ( პროექტის ფინანსების მიზანმიმართულად გახარჯვის კონტროლი, პროექტის ფარგლებში ბეჭდური მასალის მომზადების ორგანიზება, შეხვედრების ორგანიზებაში ჩართულობა)
3. თეკლე ჭითანავა- პროექტის ოფიცერი- შეხვედრების დაგეგმვა, საორგანიზაციო საკითხების ზედამხედველობა
4. ქრისტინა პაპავა- პროექტის კომუნიკაციების ოფიცერი- პროექტის პარტნიორებთან, ბენეფიციარებთან, მედიასთან კომუნიკაცია.
მოთხოვნილი თანხა (დოლარი)
450
თანამონაწილეობის თანხა (დოლარი)
0
მიგიღიათ თუ არა უკვე თქვენ ან თქვენი პროექტის სხვა მონაწილეს Initiatives.GE -ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება
არა
როგორ შეიტყვეთ კონკურსის შესახებ
რეგიონული კოორდინატორი
პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა. დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლა. მიუხედავად სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული არაერთი ღონისძიებისა, საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება.
პროექტი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პორდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას, დამკვიდრებული სტერეოტიპების გაქარწყლებას.
ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები. საინფორმაციო შეხვედრები სოფელ ზედაეწერის ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან;
საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებისა და გენდერულად თანასწორი სოციალური და ეკონომიკური პრაქტიკის დამკვიდრების პროცესში. თუმცა, საზოგადოებაში კვლავ გაბატონებული გენდერული სტერეოტიპები და უთანასწორობა ხელს უშლის არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევას. პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა რეგიონებში, მათ შორის, სოფლებში.
ქალების ჩართულობა პოლიტიკაში დაბალია;
ქალთა დაახლოებით 60 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი კი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულზე მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს;
ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს;
საგანგაშოა გენდერული სახელფასო სხვაობა, რომელიც საქართველოში 35 პროცენტს შეადგენს;
ფართოდაა გავრცელებულია ისეთი სტერეოტიპები, როგორიცაა, მაგ: პოლოტიკა ბინძური საქმეა და იქ ქალის ადგილი არაა; ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს და სხვა.
ეს პრობლემები ხელს უშლის რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას და შესაბამისად, ქვეყნის მდგრად განვითარებას.
შესაბამისად, გამოწვევების წინაშეა საქართველოში მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევის რეალური პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
სწორედ, ამ გამიწვევას ეხმაურება ჩვენი პროექტი და მიზნად ვისახავთ, ჩვენი სოფლის დონეზე ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, ასევე, რადიო ჩართვის და სოციალური ქსელის მეშვეობით ხმა მივაწვდინოთ უფრო ფართო საზოგადოებასაც.
რა ღონისძიებები გატარდება აღნიშნული მიზნის მისაღწევად
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
1. საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ზედაეწერის ახალგაზრდებთან ( გამართვის ადგილი: სოფელ ზედაეწერის სკვერი)
2. საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ( გამართვის ადგილი, ა/ო ათინათის საკონფერენციო დარბაზი , ან ღია სივრცე ქ. ზუგდიდში)
3. ვიქტორინა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის. გამარჯვებულებს გადაეცემათ პროექტის საიმიჯო მასალები. ხოლო ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატებს.
4. პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის, რადიო ათინათის მეშვეობით.
5. პიარ კამპანია- პროექტის ფარგლებში მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს დავარიგებთ ქალაქ ზუგდიდში თავშეყრის ადგილებსა და სოფელ ზედაეწერში.
6. გენდერული თანასწორობის საკითხებზე პროექტის მონაწილე გუნდი მოამზადებს მოკლე ვიდეო მიმართვას, რომელიც , ასევე, გავრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით.
7. პროექტის გვერდის შექმნა სოციალურ ქსელში, სადაც აიტვირთება პროექტის შესახებ ინფორმაცია და ასევე, გაზიარდება გენდერული თანასწორობის შესახებ აქტუალური ინფორმაცია.
პროექტის ყველა აქტივობის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება განმახორციელებელი გუნდის თითოეული წევრი წევრი, რომელთა მოვალეობები გაწერილია პროექტის ფარგლებში.
პროექტის განხორციელების ვადაა 3 თვე.
აქტივობები 3 თვეზეა გადანაწილებული.
მოკლედ აღწერეთ გრანტის ფარგლებში მოთხოვნილი ნივთების/მომსახურების/სხვა საჭიროება
ტრანსპორტირება- ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ზედაეწერში ნაბეჭდი მასალის ტრანსპორტირება;
ტრენერის ანაზღაურება;
პროექტის მასალების ბეჭდვა, რაც განხილულია გეგმაში. კერძოდ: ბლოკნოტები, მაისურები, ჭიქები, კალმები, სერტიფიკატები
პროექტის პარტნიორები
ა/ ო “ ათინათი”
ასევე, დაფინანსების შემთხვევაში დავუკავშირდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა თემებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენელს( ებს) ჩავრთავთ პროექტში როგორც ექსპერტს, ასევე, ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გენდერული თანასწორობის გზაზე არსებულ გამოწვევენთან ბრძოლის კონტექსტში.
ვინ არიან პროექტის ბენეფიციარები
ბენეფიციარების საერთო რაოდენობა: 130 ( შეხვედრების მონაწილეები)
სოფელ ზედაეწერში მცხოვრები მოსახლეობა,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები
აღნიშნული ბენეფიციარების რაოდენობები ცალ-ცალკე
მოსწავლეები- 70
მშობლები - 60
შესაძლო რისკები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. განსაზღვრეთ მათი თავიდან აცილების გზები
მონაწილეების მხრიდან არასაკმარისი ინტერესი
თავიდან აცილების გზა: საინტერესო აქტივობები
პროექტის მდგრადობა მისი დაფინანსების დასრულების შემდეგ
პროექტის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეების ცნობიერების დონე იქნება ამაღლებული.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი პროექტის დასრულების შემდეგაც პერიოდულად გამართავს სხვადასხვა თემატურ აქტივობებს.
პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება სამი თვის განმავლობაში. არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, რაც რეალური თანასწორობის მიღწევის გზაზე ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
წარმოდგენილი პროექტი არის ძალიან აქტუალური, საინტერესო და მნიშვნელოვანი.პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება სამი თვის განმავლობაში. არის ბევრი საინტერესო აქტივობებით გაჯერებული , მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქვთ მთელი რიგი აქტივობები, საინფორმაციო შეხვდერები,სტუმრის მოწვევა,პიარ აქციები,ვიქტორინა, საინფორმაციო პროშურების დამზადებდა -დაბეჭდვა და ადგილობრივ თემში გავრეცელება,
პროექტის იდეა შეესაბამება კონკურსის მიზნებს
პროექტი პასუხობს ადგილობრივ საჭიროებებს
პროექტის განხორციელება მოიცავს მოსწავლეთა თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორთან
მაკა კორკელია
დეკემბერი 4, 2024 | 7:57 pmწარმოდგენილი პროექტი არის ძალიან აქტუალური, საინტერესო და მნიშვნელოვანი.პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება სამი თვის განმავლობაში. არის ბევრი საინტერესო აქტივობებით გაჯერებული , მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქვთ მთელი რიგი აქტივობები, საინფორმაციო შეხვდერები,სტუმრის მოწვევა,პიარ აქციები,ვიქტორინა, საინფორმაციო პროშურების დამზადებდა -დაბეჭდვა და ადგილობრივ თემში გავრეცელება,