1.
თამარი ჭითანავა- პროექტის მენეჯერი ( პროექტის განხორციელების კონტროლი, ზედამხედველობა, აქტივობების დადგენილ ვადებში განხორციელების კონტროლი, აქტივობების დაგეგმვა- განხორციელებაში მონაწილეობის მოღება)
2. ლიზი პაპავა- პროექტის ფინანსური მენეჯერი ( პროექტის ფინანსების მიზანმიმართულად გახარჯვის კონტროლი, პროექტის ფარგლებში ბეჭდური მასალის მომზადების ორგანიზება, შეხვედრების ორგანიზებაში ჩართულობა)
3. თეკლე ჭითანავა- პროექტის ოფიცერი- შეხვედრების დაგეგმვა, საორგანიზაციო საკითხების ზედამხედველობა
4. ქრისტინა პაპავა- პროექტის კომუნიკაციების ოფიცერი- პროექტის პარტნიორებთან, ბენეფიციარებთან, მედიასთან კომუნიკაცია.
პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა. დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებთან ბრძოლა. მიუხედავად სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან განხორციელებული არაერთი ღონისძიებისა, საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება.
პროექტი ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის საკითხებზე პორდაპირი და არაპირდაპირი ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას, დამკვიდრებული სტერეოტიპების გაქარწყლებას.
ამ მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები. საინფორმაციო შეხვედრები სოფელ ზედაეწერის ახალგაზრდებთან და მოსახლეობასთან;
მოწვეული სტუმრის შეხვედრა ახალგაზრდებთან;
ვიქტორინა;
ვიდეო რგოლის მომზადება;
პიარ აქცია;
საინფორმაციო პოსტერების, ბროშურის მომზადება.
მოკლევადიანი შედეგი- პროექტის ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის საკითხებზე ( გაზომვადი შედეგი)
გრძელვადიანი შედეგი- გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა
საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავებისა და გენდერულად თანასწორი სოციალური და ეკონომიკური პრაქტიკის დამკვიდრების პროცესში. თუმცა, საზოგადოებაში კვლავ გაბატონებული გენდერული სტერეოტიპები და უთანასწორობა ხელს უშლის არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევას. პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა რეგიონებში, მათ შორის, სოფლებში.
ქალების ჩართულობა პოლიტიკაში დაბალია;
ქალთა დაახლოებით 60 პროცენტი სამუშაო ძალის გარეთაა დარჩენილი. მსოფლიო ბანკი კი ამ ვითარებას შრომის ბაზრის დაკარგულ რესურსად მიიჩნევს, რომლის გამოც საქართველო ერთ სულზე მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს კარგავს;
ქალთა მფლობელობაში მყოფი ბიზნესი ყოველწლიურად დარეგისტრირებული ახალი საწარმოების მესამედზე ნაკლებს შეადგენს;
საგანგაშოა გენდერული სახელფასო სხვაობა, რომელიც საქართველოში 35 პროცენტს შეადგენს;
საგანგაშოა, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა;
ფართოდაა გავრცელებულია ისეთი სტერეოტიპები, როგორიცაა, მაგ: პოლოტიკა ბინძური საქმეა და იქ ქალის ადგილი არაა; ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს და სხვა.
ეს პრობლემები ხელს უშლის რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევას და შესაბამისად, ქვეყნის მდგრად განვითარებას.
შესაბამისად, გამოწვევების წინაშეა საქართველოში მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მიღწევის რეალური პერსპექტივები, რომელიც გულისხმობს 2030 წლისთვის ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრას.
სწორედ, ამ გამიწვევას ეხმაურება ჩვენი პროექტი და მიზნად ვისახავთ, ჩვენი სოფლის დონეზე ხელი შევუწყოთ გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, ასევე, რადიო ჩართვის და სოციალური ქსელის მეშვეობით ხმა მივაწვდინოთ უფრო ფართო საზოგადოებასაც.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
1. საინფორმაციო შეხვედრა სოფელ ზედაეწერის ახალგაზრდებთან ( გამართვის ადგილი: სოფელ ზედაეწერის სკვერი)
2. საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდებთან ( გამართვის ადგილი, ა/ო ათინათის საკონფერენციო დარბაზი , ან ღია სივრცე ქ. ზუგდიდში)
3. ვიქტორინა პროექტის მონაწილე ახალგაზრდებისთვის. გამარჯვებულებს გადაეცემათ პროექტის საიმიჯო მასალები. ხოლო ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატებს.
4. პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ფართო საზოგადოებისთვის, რადიო ათინათის მეშვეობით.
5. პიარ კამპანია- პროექტის ფარგლებში მომზადებულ საინფორმაციო ბუკლეტებს დავარიგებთ ქალაქ ზუგდიდში თავშეყრის ადგილებსა და სოფელ ზედაეწერში.
6. გენდერული თანასწორობის საკითხებზე პროექტის მონაწილე გუნდი მოამზადებს მოკლე ვიდეო მიმართვას, რომელიც , ასევე, გავრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით.
7. პროექტის გვერდის შექმნა სოციალურ ქსელში, სადაც აიტვირთება პროექტის შესახებ ინფორმაცია და ასევე, გაზიარდება გენდერული თანასწორობის შესახებ აქტუალური ინფორმაცია.
პროექტის ყველა აქტივობის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება განმახორციელებელი გუნდის თითოეული წევრი წევრი, რომელთა მოვალეობები გაწერილია პროექტის ფარგლებში.
პროექტის განხორციელების ვადაა 3 თვე.
აქტივობები 3 თვეზეა გადანაწილებული.
ტრანსპორტირება- ქალაქ ზუგდიდიდან სოფელ ზედაეწერში ნაბეჭდი მასალის ტრანსპორტირება;
ტრენერის ანაზღაურება;
პროექტის მასალების ბეჭდვა, რაც განხილულია გეგმაში. კერძოდ: ბლოკნოტები, მაისურები, ჭიქები, კალმები, სერტიფიკატები
ა/ ო “ ათინათი”
ასევე, დაფინანსების შემთხვევაში დავუკავშირდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ ქალთა თემებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციებს და მათ წარმომადგენელს( ებს) ჩავრთავთ პროექტში როგორც ექსპერტს, ასევე, ისინი გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას გენდერული თანასწორობის გზაზე არსებულ გამოწვევენთან ბრძოლის კონტექსტში.
ბენეფიციარების საერთო რაოდენობა: 130 ( შეხვედრების მონაწილეები)
სოფელ ზედაეწერში მცხოვრები მოსახლეობა,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები
მოსწავლეები- 70
მშობლები - 60
მონაწილეების მხრიდან არასაკმარისი ინტერესი
თავიდან აცილების გზა: საინტერესო აქტივობები
პროექტის დასრულების შემდეგ მისი მონაწილეების ცნობიერების დონე იქნება ამაღლებული.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი პროექტის დასრულების შემდეგაც პერიოდულად გამართავს სხვადასხვა თემატურ აქტივობებს.
პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევის ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება სამი თვის განმავლობაში. არსებითი გენდერული თანასწორობის მიღწევა საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება. საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, რაც რეალური თანასწორობის მიღწევის გზაზე ერთერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
კომენტარის დამატება