მერიკო შნგელია-პროექტის ხელმძღვანელი
ლიზი ლატარია-პროექტის ადმინისტრატორი
ანასტასია ჩხვირკია-ფოტოგრაფი და სოციალური მედია მენეჯერი
ალექსი ანთია- ლოჯისტიკის ხელმძღვანელი
მარიამ ქუთელია- პიარი და საზოგადოებასთან ურთიერთობა
პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 დან 18 წლამდე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიის შესახებ, მოზარდი თაობის განვითარება და პრაქტიკული ჩვევების დაუფლება, საგანმანათლებლო და ეკო ტურიზმის პოპულარიზება.ჩვენი გუნდი აღნიშნული მიზნის მისაღწევად განახორცილებს 16 კვირიან კამპანიას.
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ეკო პრობლემების იდენტიფიცირებაზე და თავადვე შეიმუშავებენ გადაჭრის გზებს. ახალგაზრდები ისწავლიან გუნდური მუშაობის პრინციპებს, გაიღრმავებენ ცოდნას პროექტის მართვისა და ორგანიზების საკითხებში რაც გრძელვადიან პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
გარემოს დაბინძურება ;
კლიმატის ცვლილება ;
დაცული ტერეტორიების საქმიანობების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ;
1.გაცნობითი შეხვედრა
(პირველი აქტივობა რასაც მოსწავლეები განახორციელებენ ეს იქნება გაცნობითი შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია განსახორციელებელი პროექტისა და აქტივობების შესახებ) პასუხისმგებელი პირი : მერიკო შენგელია, ლიზი ლატარია.
2. ეკოლოგიური განათლების კამპანიები
(სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება ეკოლოგიური საკითხების შესახებ, ვიზიტები ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში,ვიზუალური მასალების (პოსტერები, ვიდეოები) და ონლაინ პლატფორმების გამოყენება.
პასუხისმგებელი პირი : ანასტასია ჩხვირკია, მარიამ ქუთელია
3.გარემოსდაცვითი ღონისძიებები
(ნარჩენების მართვა, დასუფთავდება ანაკლიის სანაპირო და დასუფთავების შემდეგ გაიმართება "სითიგეიმი") პასუხისმგებელი პირი : მერიკო შენგელია, ალექსი ანთია
4. ეკო-ბანაკი
(ერთ დღიანი ბანაკი რომელიც მოიცავს ორ საგანმანათლებლო ტრენინგს პირველი ეკოლოგიაზე და მეორე რატომ არის საჭირო ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, ბავშვებ შეისწავლიან კომპოსტისგაკეთებას, გამართავენ თემატურ თამაშებს და ეკოლოგიის ვიქტორინას, სახალისო ამოცანები და "ნარჩენების მებრძოლები" სადაც ბავშვები შეისწავლიან საკითხს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებენ)
5.პროექტის დახურვის ღონისძიება.
გრანტის ფარგლებში საჭირო ნივთები
1.რესურსები დასუფთავებისთვის და აკომპოსტე სივრცის მოსაწყობად (ნაგვის პარკები,ხელთათმანები, სამეურნეო ნივთები და ა.შ)
2.საკვები
3.ტრანსპორტირება.
4.ჯილდოები/სტიკერები/დიპლომები.
5.საბანაკე სივრცის ქირაობა
1.სამეგრელოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია - თემატური ტრენინგები და მოხალისეობრივი აქტივობები
2..სოციალური საწარმო „მეგობარი“- სამუშაო სივრცით უზრუნველყოფა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 13 დან 19 წლამდე ახალგაზრდები და მათი მშობლები, რომლთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება.
მოსწავლეები-50
მშობლები-10
არაპირდაპირი ბენეფიციარები ვინც ნახავს ჩვენს აქტივობებს სოციალურ ქსელში - 100
ამინდის ცვლილება- აქტივობი დღის ჩანაცვლება შესაძლებელია
ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირის ჯანმთელობის მდგომარეობის ან რაიმე სხვა გამოწვევის გამო პასიურობა - ამ დროს გუნდში ნიხდება სამუშაოების გადანაწილება.
სოციალურ პლატფორმები შეიქმნება აღნიშნულ საკითხზე, რადგან უფრო კარგად გაიგოს საზოგადოებამ თემასთან დაკავშირებული საკითხები, გავაგრძელდება სეზონური გამწვანების და დასუფთავების აქციები, კლუბი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13 დან 18 წლამდე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებისა და ეკოლოგიის შესახებ, მოზარდი თაობის განვითარება და პრაქტიკული ჩვევების დაუფლება, საგანმანათლებლო და ეკო ტურიზმის პოპულარიზება.
კომენტარის დამატება